EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სოკოს წვნიანი (სამარხვო) »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-25 17:17:08

მომზადებულ წვნიანს დაუმატეთ ხმელი ქინძი (შეგიძლიათ ასევე დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძიც). 

საჭირო მასალა:

500 გრ ქამა სოკო

600 გრ კარტოფილი

150 გრ სტაფილო

150 გრ ხახვი

3 ცალი დაფნის ფოთოლი

ზეითუნის ზეთი

ხმელი ქინძი, შავი პილპილი, მარილი. 

მომზადების წესი: 

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, დაჭრილი სოკო, შავი პილპილი და გააჩერეთ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. 

კარტოფილი დაჭერით პატარა ზომის კუბებად და დაუმატეთ სოკოს. შემდეგ დაუმატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი. მანამ გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. მომზადებულ კერძს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ხმელი ქინძი (შეგიძლიათ, ასევე დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძიც).