EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფინიკის პალმა - Phoenix canariensis »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-25 19:48:45
ამ იოლად მოსავლელ ფინიკის პალმას უხეში, ბოჭკოვანი, მომრგვალებული ძირი უვითარდება, რომლის გარშემო მაგარი და ჩხვლეტია ფოთლები ლამაზადაა განლაგებული. ფინიკი კარგად ხარობს ზამთრის ბაღში, თუმცა ნაყოფს არ ისხამს, კარგად იტანს სიგრილეს, თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც კი, ოღონდ ზამთრობით სიმშრალეს ამჯობინებს.
P. roebelenii უფრო ნაზი და ფაქიზი მცენარეა და სიცივეს ვერ უძლებს.
სინათლე
გამძლე ფოთლები მზეს იტანს, ჩრდილს კი - ვერა. ამიტომ კარგად განათებულ ადგილას დადგით.
ტემპერატურა
მართალია, გრილ ზამთარს იტანს, მაგრამ ოთახის ტემპერატურა უფრო მოსწონს (18-24გრადუსი)
მორწყვა
ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, უხვად მორწყეთ, ზამთარში კი წყალი შეუმცირეთ. წელიწადის ამ დროს მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს.
მოვლა
ზაფხულში რეგულარული მორწყვა ფოთლებს მუწ მწვანე ფერს შეუნარჩუნებს. ფოთლები ისეთი წვეტიანია, რომ თუ სახლში ბაცშვი გყავთ, გაფრთხილდით, თვალი არ დაუზიანოს.
ზომა: დაახლ. 65 სმ;
ადგილი: ზამთრის ბაღი;