EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბაობაბი »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-26 12:25:55
ბაობაბის ხეს აგრეთვე უწოდებენ "სააფთიაქო ხეს" და "მაგიის ხეს". ბაობაბი გახლავთ სიძლიერის, გამძლეობისა და მარადიულობის სიმბოლო.
როგორც ამერიკელი ნატურალისტი ერნესტ უინსონი წერდა, ამ დროს ბაობაბი "ყვავის უზარმაზარ ბუდეს" მოგაგონებთ.
ამ მსხვილტანიანი ხეების ასაკის დადგენა ძნელი აღმოჩნდა წლოვანების მიმანიშნებელი რგოლების არარსებობის გამო, მაგრამ "ბაობაბის ნათლიამ" მიშელ ადანსონმა ერთი ბაობაბის ასაკად 5000 წელი მიიჩნია.
უნდა ითქვას, რომ ბაობაბის მაგიური თვისებებით დაინტერესებული იყვნენ უძველესი მაგები, ამიტომაც ძალიან ბევრ, ძველ სამკურნალო წიგნში, მოხსენიებულია ბაობაბისგან დამზადებული ბანგის რეცეპტები.
ბაობაბისადმი საოცარი ლტოლვით გამოირჩევიან სპილოები. ისინი ხეს თითქმის მთლიანად მიირთმევენ თავისი ნაყოფით, ქერქითა და ფოთლებით.
აფრიკელები ხეს მკვრივ ქერქს ათლიან, აცლიან ლაფნის შიდა ფენას და მისგან მიღებული ბოჭკოსგან თოკსა და ძაფს ამზადებენ. თოკი ისეთი მკვრივია, რომ ამის თაობაზე ანდაზაც არსებობს: "უძლურია, როგორც ბაობაბის თოკისგან შებოჭილი სპილო".