EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ღუმელში შემწვარი ხორცი სუნელებით »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-26 16:24:56

ღუმელში შემწვარი ხორცი სუნელებით

ხორცის ხარისხზე, ასევე ჩვენს გემოვნებაზე, რამდენად შემწვარი გვინდა რომ იყოს. 
საჭირო მასალა

1.5 კგ საქონლის ფილე, სასურველია მარმარილოს ეფექტით (ანუ ცხიმის ძაფებით)
100 მლ წითელი ღვინო
1 ტოტი როზმარინი
1-2 კბილი ნიორი
1 ჩ.კ. ქონდარი 
3-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. ახალდაფქული შავი პილპილი
1 ჩ.კ. წითელი წიწაკა 
0,5 ჩ.კ. შაქარი 
2-3 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი

მომზადება

ნიორი დავკეპოთ, დავასხათ ზეთი, დავამატოთ მარილი, შაქარი, წიწაკა, პილპილი, ქონდარი. ხორცი ალაგ-ალაგ დავჩხვლიტოთ, კარგად შევაზილოთ მარინადი, მათ შორის ჩაჩხვლეტილ ადგილებშიც, რათა ნივრისა და სუნელების არომატმა ყველგან შეაღწიოს. 

გადავიტანოთ ტაფაში, მოვაყაროთ როზმარინის ფოთლები, მოვასხათ ღვინო, ჩავამატოთ დაფნა და ფოლგა გადავაფაროთ. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. პერიოდულად ტაფაში დაგროვილი სითხე ზედ ვასხათ ხორცს. 

მომზადების ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც ხორცის ხარისხზე, ასევე ჩვენს გემოვნებაზე, რამდენად შემწვარი გვინდა რომ იყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხორცი ნახევრად შემწვარია, ანუ როგორც მზარეულები უწოდებენ medium rare, თუმცა რბილია და არომატული. 

მის მომზადებას ღუმელში საათ-ნახევარი დასჭირდა. მივირთვათ სასურველი ბოსტნეულის სალათასთან ერთად.