EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« აზერბაიჯანული ფითი, რომელიც პოპულარული იყო ძველ თბილისში »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-26 23:38:18
ფითი აზერბაიჯანული კერძია, რომელიც ცხვრის ხორცით, კარტოფილითა და ბარდით მზადდება.
ეს კერძი ძალიან პოპულარული იყო ძველ თბილისში. დროთა განმავლობაში კერძმა გარდაქმნა განიცადა და მის შეცვლილ ვარიანტში აღარ გამოიყენება ბარდა და კარტოფილი. გთავაზობთ ფითის გაქართულებულ ვერსიას.
საჭირო მასალა
1 კგ ცხვრის ხორცი
4 ს.კ. ცხვრის დაჭრილი დუმა
500 გრ ხახვი
1 ჩ.კ. შავი პილპილი
1 ს.კ. ძირა
1/2 ჩ.კ. კურკუმა
3 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი -გემოვნებით
მომზადება
ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, შევაზილოთ მარილი და სხვა სანელებლები, დიდხანს ვზილოთ ხელით და 2-3 საათით მაინც დავაყოვნოთ მაცივარში.
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და ხორცთან და ცხვრის დუმასთან ერთად ფენა-ფენა ჩავაწყოთ თიხის ქოთანში. იმდენი წყალი დავასხათ, რომ ხორცი ჩანდეს და შევდგათ ღუმელში. როდესაც ხორცი ზემოდან მოიბრაწება და წვენიც ნაწილობრივ დააშრება, გავსინჯოთ - თუ ხორცი რბილია, ესე იგი, კერძი მზადაა.
ფითი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ქვაბშიც შეგვიძლია მოვამზადოთ, მაგრამ ისეთი გემო და არომატი, როგორიც თიხის ქოთანში მომზადებულს აქვს, არ ექნება.