EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბოქსიორი »
კატეგორია: ცხოველებიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-27 00:21:39
ბოქსიორი — გერმანული ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია 1850 წელს გერმანიაში მიუნხენში, მასტიფის და ბულდოგის შეჯვარევით.
აქვს შავი, მსხვილი, განიერი ცხვირი, განიერი მკერდი, მუქი თვალები, ძლიერი კისერი. აქვს განვითარებული მუსკულატურა და სწორი ფეხები. ბოქსიორის ძირითადი შეფერილობაა წითური, ვეფხვისფერი, ასევე იშვიათ გვხვდება თეთრი ფერის ბოქსიორებიც.
სიმაღლე:ხვადი 57-63 სმ, ძუ 54-59სმ.
წონა:ხვადი 30-32 კგ, ძუ 24-25კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:10-12წელი
წარმომავლობა:გერმანია
ხასიათი
ბოქსიორები ძლიერ ენერგიული ძაღლები არიან, განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებენ ბავშვების მიმართ.
არიან სამართლიანები. ასევე არიან ჯიუტები, თუმცა ადვილად იწვრთნებიან.
ბოქსიორთა უმეტესობა არ ამჟღავნებს აგრესიას უცხო ადამიანთა, თუ ცხოველთა მიმართ,თუმცა პროვოცირების შემთხვევაში ძალიან საშიშები ხდებიან. ბოქსიორს უყვარს ხშირი სეირნობა, არიან ენერგიულები. სიამოვნებთ გაშლილ მინდორზე სირბილი.
დანიშნულება
ამ გერმანულ ჯიშს იყენებენ: პოლიციაში, საკუთრების დასაცავად, უსინათლოთა დასახმარებლად, ოჯახის მეგობრად და მისი წევრების მცველად ან უბრალოდ მეგობრად.