EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 2014 Camaro & Camaro Z28 »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-27 16:55:19

Chevrolet–მა NY ავტო შოუზე უახლესი, 2014 წლის Camaro და Camaro Z/28 წარმოადგინა. გაურკვეველია თუ რატომ ცდილობენ ამერიკელები დაბადებით მასლქარი Camaro, ტრეკისთვის განკუთვნილ ავტომობილად აქციონ, თუმცა მათი მტკიცებით, Z/28 უფრო უკედ მოერგებაTrack პირობებს, ვიდრე წარმავალი ZL1-ი. ტრეკზე კარგი შედეგის მიზეზად, შევროლეს დიზაინერები და ინჟნრები ახალ, აეროდინამიკურ ძარას, დაბალ წონას და უფრო ძლიერ ძალურ დანადგარს ასახელებენ. განვიხილოთ ავტომობილის ექსტერიერი უფრო დაწვრილებით. მასლქარს რესტაილინგის შედეგად, ახალი მოყვანილობის მაშუქები, ახალი ბამპერები, ახალი სტოპ მაშუქები, წინა სპლიტერი, დაგანიერებული მოლდინგები, საბარგულის სპოილერი, უკანა ბამპერში ჩამონტაჟებული დიფუზორი, ბამპერში ჩამონტაჟებული 2 ან 4 თავიანი ჩამხშობი სისტემა, 19 დიუმიანი დისკები და Pirelli PZero Trofeo R საბურავები დაემატა. ცვლილებები ინტერიერში მინიმალურია, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ Z/28–ის ინტერიერს, Recaro-ს სპორტული სავარძლები და ბრტყელ ძირიანი სპორტული საჭე დაემატა. 

რაც შეეხება ძემოთ ნახსენებ, უფრო მძლავრ ძალურ დანადგარს, Camaro Z/28–ის კაპოტქვეშ 7 ლიტრიანი, LS7 V8 ძრავია მოთავსებული, რომელიც 500 ცხენისძალას და 637 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მოცემული ძრავი 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფზეა მიბმული და სრულ სიმძლავრეს უკანა წამყვან თვლებს აწვდის. როგორც ჩევის მესვეურები აცხადებენ, ახალი Z/28 სხვა და სხვა ტრეკზე, 3 წამით უფრო სწრაფი აღმოჩნდა ვიდრე უფროსი ძმა ZL1. ასევე მათი განცხადებით, Z/28 136 კილოთი უფრო მსუბუქია, ვიდრე ZL1, რაც თხელი საქარე მინების, მსუბუქი დისკების და სხვა შემსუბუქებული დეტალების შედეგია. ყველა ზემოთ აღნიშნულთან ერთად, ინჟინრებმა ფეისლიფტირებულ Camaro-ს Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა, ბლოკირებული ხიდი, ტრეკისთვის მოწყობილი/მოიფიცირებული დაკიდება, სპორტული ზამბარებით და ამორტიზატორებით. მოდელთა ფასები ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა ვიცით, რომ 2014 წლის Camaro-ს გაყიდვები წლის ბოლოსთვის იგეგმება, უფრო სპორტული და ექსკლუზიური Z/28 კი სადილეროებში მხოლოდ მომავალ გაზაფხულზე მოხვდება.