EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 2014 Corvette Stingray Convertible. »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: admin
თარიღი: 2013-05-27 17:00:49
ჟენევის ავტო შოუზე ამერიკულმა Chevrolet–მა 2014 Chevrolet Corvette Stingray Convertible წარმოადგინა ოფიციალურად. თუ რბილ სახურავს და ღია ჭერს არ ჩავთვლით, C7–ის უსახურავო ვერსიაც ზუსტად ისეთივეა ვიზუალურად და ტექნიკურად, როგორიც ჩვეულებრივი C7. გარდა ამისა კაბრიოს სახურავის მოხსნა შესაძლებელია 50 კმ/სთ–თი მოძრაობის დროსაც და ასევე იგი ავტომობილის გასაღებიდან, პულტიდანაც იმართვება. როგორც ზემოთ გითხარით კაბრიო კუპეს მსგავსია, რაც თავის მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ მათი ტექნიკური მახასიათებლები ერთნაირია. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, Corvette Stingray Convertible აღჭურვილია 6.2 ლიტრი მოცულობის V–სებრი 8 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 450 ამერიკული ბედაურის ძალას და 609 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მოცემული სიმძლავრე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ამერიკული სპორტქარი 0–100 კმ/სთ–მდე 4 წამში აჩქარდეს. რაც შეეხება ავტომობილის ფასს, იგი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ვიცით, რომ კუპეს და კაბრიოს გლობალური გაყიდვები მხოლოდ წლის ბოლოდან დაიწყება.