EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 2014 Chevrolet SS – ოფიციალურად »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-27 17:06:26

საკმაო ტესტირებების, შპიონაჟის და ინფორმაციების შემდეგ, საშუალება გვეძლევა Chevrolet–ის უახლესი მოდელი, უკანა წამყვანიანი სპორტული სედანი, 2014 წლის SS ვიხილოთ, რომლის გაყიდვებიც 2013 წლის ბოლოდან დაიწყება. ამერიკელმა ინჟინრებმა კაპოტქვეშ 6.2 ლიტრიანი Chevrolet–ის წარმოების "LS3" V8 ძრავი ჩადგეს, რომლის სიმძლავრეც 415 ცხენის ძალაა, მგრეხავი ძალა კი 562 ნიუტონმეტრია. (ასეთი სიმძლავრის შედეგად ავტომობილი მხოლოდ 35 ცხენისძალით ნაკლებს ფლობს, ვიდრე Corvette Stingray). SS-ის მძლავრი აგრეგატი 6 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფზეა მიბმული, რომელიც სპორტულ სედანს 0–100 კმ/სთ–მდე 5 წამში აჩქარებს. დიდი და მძლავრი ძრავის გარდა, 2014 Chevrolet SS–ს MacPherson–ის წარმოების წინა ამორტიზატორები და Brembo–ს სუპორტები, 4 დგუშიანი 355 მილიმეტრი სიგანის მქონე, გაგრილებადი მუხრუჭები გააჩნია. აღსანიშნავია ისიც რომ ალუმინის შასის და ალუმინის უამრავი სხვა დეტალის შედეგად, 2014 SS–ის სიმძიმის ცენტრი და წონა მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება ავტომობილის შიდა გაფორმებას, SS–ს სპორტული მოყვანილობის საჭე, სპორტული სავარძლები, თანამედროვე მონაცემთა დაფა, ნიკელის დეტალები, ინფორმაციის სისტემა, მაღალ–ხარისხიანი ტყავი, Bose–ს აუდიო სისტემა და კიდევ ბევრი საჭირო ფუნქცია აქვს.