EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 2014 Cadillac ELR »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-28 15:52:44

2009 წელს დეტროიტის ავტო შოუზე შედგა კონცეპტუალური (ჰიბრიდული) კუპის,Cadillac Converj-ის პრემიერა,რომელსაც  გენერლებმა მოგვიანებით  ELR უწოდეს..ამ დროის განმავლობაში მასზე ბევრი ითქვა და დაიწერა,რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ ოფიციალურად გვიჩვენა ავტომობილის დასრულებული იერი,რომელსაც ზემოთხსენებულ კონცეპტთან ბევრი აქვს საერთო (თითქმის იდენტურია)..Chevrolet Volt-ის ბაზაზე აგებული ELR-ის კაპოტქვეშ “დონორის” მსგავსად 1.4-ლიტრიანი (84ცხ.ძ),თუმცა გაცილებით დახვეწილი აგრეგატია მოთავსებული..ჰიბრიდული ძალური დანადგარი კი ლითიუმ-იონურ აკუმულატორებსა და ორ ელექტრო ძრავს მოიცავს,რომელთა საერთო სიმძლავრე 181 ცხენის ძალას შეადგენს..ავტომობილმა მიიღო მოდერნიზებული ძალოვანი დანადგარი,ბრენდისთვის დამახასიათებელი ნავიგაციის სისტემა(CUE),უფრო ტევადი ელემენების ბლოკი (17 კვტ),სვლის სიშორის გასაზრდელი (480კმ) და უსაფრთხოების ელექტრონული სისტემები..ჰიბრიდულ კუპეს მამოძრავებელ ძალას პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა „ვოლტეკი“ ანიჭებს..მის კონსტრუქციაში ზე-მსუბუქი მასალებია გამოყენებული და იმის გათვალისწინებით,რომ “ახლო ნათესავზე” გაცილებით მდიდრულადაა აღჭურვილი,მასზე მხოლოდ 42 კილოგრამით მძიმეა,რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია..ავტომობილი 0-დან 100-მდე 8 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება..სავარაუდოდ,მისი ფასები $60.000-დან დაიწყება,გაყიდვაში კი მომავალი წლის დასაწყისში ჩაეშვება..აქვე აღვნიშნავ,რომ Cadillac ATS ჩრდილო ამერიკის წლის ავტომობილი გახდა !!