EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« პეკინესი »
კატეგორია: ცხოველებიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-28 18:55:49
ისტორია
პეკინესები — 2000 წლის წინ ჩინეთში გამოყვანილი, პატარა ფუმფულა ძაღლები. მათი სახელი მოდის ქალაქ პეკინისგან. თვითონ ჩინელები კი მათ „ფუს ძაღლებად“ მოიხსენიებენ. იმის გამოსარკვევად თუ რამდენად აფასებენ ამ ძაღლის ჯიშს ჩინეთში, შეიძლება ვიმსჯელოთ ხელოვნების უთვალავი ნიმუშით, რომლებზეც პეკინესები არიან გამოსახულნი. ითვლებოდა, რომ ისინი პატარა დამცველი-სულები არიან და ვიზუალურადაც პეკინესები უფრო პატარა ლომებს გვანან ვიდრე ძაღლებს. არსებობს ძველი ჩინური ლეგნდა პეკინესების წარმოშობის შესახებ: ამ ლეგენდის თანახმად, უხსოვარ დროში ცხოველთა მეფე ლომს მაიმუნი შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა; ამ წყვილისგან დაბადებულიმა ნაშიერმა კი ორივე მშობლის თვისებები, მაიმუნისგან გარეგნობა, ლომისგან კი ბუნებით სიამაყეობა მიიღო.
პეკინესი ჩინელი იმპერატორების საყვარელი ძაღლი იყო და მათ საპატიო ადგილი ეჭირათ სასახლეში. მას იყენებდნენ სხვადასხვა ბუდისტურ რიტუალებში. ევროპაში პეკინესმა 1860 წელს მოიპოვა პოპულარობა.
აღწერა
პეკინესი თავისი შეხედულებით ჰგავს მინიატურულ ლომს. აქვს გრძელი ხშირი ბეწვი, რომელსაც ესაჭიროება ყოველდღიური მოვლა. შეფერილობა შავი, თეთრი, წითური და შერეული ფერები.
ზოგადი ცნობები
სიმაღლე: ხვადი 22-24 სმ, ძუ 20-22 სმ.
წონა: ხვადი 4-5 კგ, ძუ 3-4 კგ,
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 17 წელი
წარმომავლობა: ჩინეთი