EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შევროლეტ კორვეტი / 2014 Chevrolet Corvette Stingray »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-28 20:30:29

უამრავი ჯაშუშური ფოტო ვიდეო მასალის და კომპანიის მიერ გავრცელებული "თიზერ" ფოტოების შემდეგ, 2014 წლის Chevrolet Corvette Stingray ოფიციალურად ვიხილეთ. დეტროიტის ავტო შოუზე ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ავტომობილი, ტექნოლოგიების, დიზაინის და პერფორმანსის იდეალურ ბალანსს წარმოადგენს. ახალ ვეტეს აქვს კარბონის უამრავი დეტალი, წინიდან კაპოტზე მოთავსებული დიდი საჰაერო, დიოდის მაშუქები და ზოგადათ ძალიან აგრესიული წინა ნაწილი. ასევე ძალიან აგრესიულს და სპორტულს ხდის ავტომობილს, Camaro–ს სტილის უკანა სდექ სიგნალები, სიგრძეზე განლაგებული 4 თავიანი ჩამხშობი სისტემა, სპოილერი, დიდი საჰაეროები ფრთებზე და სპორტული დისკები. რა თქმა უნდა ამერიკელებს, რომელთათვისაც ეს ავტომობილი სპორტქარების ხატია, არც Corvette–ს ინტერიერი დავიწყებიათ.წინა მოდელთან შედარებით გაცილებით სპორტული, ხარისხიანი, ტექნოლოგიური და თანამედროვე ინტერიერი, სრულიად შეესაბამება სტილს და ხასიათს, რომელიც C7–ის ექსტერიერს აქვს.