EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პოინტერი »

კატეგორია: ცხოველები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-29 17:53:29

პოინტერი (ინგლ. pointer < point — ნაბულის კეთება), მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლი. გამოყვანილია ინგლისში XVIII საუკუნეში ესპანური მეძებრისა და ინგლისური მელიის მადევრის — ფოქსჰაუნდის შეჯვარებით.

საქართველოში გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოს. პოინტერის სიმაღლეა 63-65 სმ, აქვს სწორკუთხა თავი, დაკიდებული ყურები, წკეპლისებრი კუდი. ფერად შავი, ჩალისფერი ან ყავისფერია, გულსა და კიდურების ბოლოებზე თეთრი ლაქები აქვს. არის თეთრი პოინტერიც, რომელსაც ჩალისფერი, შავი და ყავისფერი ლაქები და წინწკლები აყრია. პოინტერი სწრაფია, ახასიათებს მახვილი ყნოსვა და ქანდაკებისებრი ნაბული. იყენებენ ჭაობის, ტყისა და ველის ფრინველზე სანადიროდ. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.