EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ტაქსა »
კატეგორია: ცხოველებიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-31 14:32:32
ტაქსა — მოკლებეწვიანი, გრძელტანიანი და მოკლე კიდურებიანი ძაღლი. არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა: სტანდარტული და მინიატურული, ასევე მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი ტაქსა. შეფერილობაც მრავალგვარია შავი, წითური, ვეფხვისფერი, თეთრი ყავისფერი ლაქებით და სხვა.
მეცნიერები თვლიან რომ ტაქსას წინაპრები იყვნენ ძველი ეგვიპტური ძაღლები გრძელი ტანით და მოკლე კიდურებით. დღევანდელი ტაქსას სამშობლო კი – გერმანიაა.
ტაქსას იყენებენ ცხოველებზე სანადიროდ, რომლებიც სოროებში იმალებიან, თავისი ფორმის წყალობით ჯიშს შესწევს უნარი ნებისმიერ სოროში შეძვრეს და გამრეკოს ცხოველი. ტაქსა აგრეთვე დეკორატიული ცხოველია.
აღნაგობა
სხეული: გრძელი და დაკუნთული; ტანით ასუფთავებს მიწას, რომ დაუბრკოლებლად იმოძრაოს.
ბალანი: სწორბეწვიანი: მოკლე, ხშირი ბეწვი და რბილი დამყოლი ტყავი აქვს. უხეში ბეწვი კუდის ქვემო მხარეს ამოსდის.
თავი: გრძელი და ოვალური, ოდნავ მორკალული თავის ქალა და ძლიერი ყბები; დრუნჩი შავი ან ყავისფერი, ბეწვის ფერის შესაბამისად.
თვალები: საშუალო ზომის და მუქი. ლაქებით დაფარულ ძაღლებს შეიძლება ერთი ან ორივე თვალი ნაწილობრივ ან მთლიანად ღია ცისფერი ჰქონდეთ.
ყურები: მოძრავი, გრძელი და ფართო; თავის ზედა ნაწილზე განლაგებული.
კიდურები: დაკუნთული წინა კიდურები; უკანა კიდურები დგომისას ერთმანეთის პარალელურია.
თათები: დიდი წინა და მომცრო უკანა თათები.
კუდი: ოდნავ მოხრილი; აგრძელებს ხერხემლის ზოლს.
ზოგადი მონაცემები
სიმაღლე: ხვადი 25-35 სმ, ძუ 15-25 სმ.
წონა: ხვადი 8-12 კგ, ძუ 4-9 კგ,
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 14 წელი
წარმომავლობა: გერმანია