EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ტერიერი / Terrier »
კატეგორია: ცხოველებიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-31 14:48:27
ტერიერი — ძაღლი, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოირჩევა პატარა ზომით, შედარებით მეტი ბეწვით. არის ძალიან მოძრავი და უშიშარი. ტერიერის ბეწვის სიგრძე მერყეობს რამდენიმედან 70 ფუნტამდე და, როგორც წესი, ამ ძაღლების კატეგორიზაციაც ხდება ბეძვის სიგრძისა ან ფუნქციის მიხედვით. გამოარჩევენ ხუთ განსხვავებულ ჯგუფს ტერიერებში, რომელთაც რამდენადმე განსხვავებული ბეწვი აქვთ.
ტერიერების დახასიათება
სახელი ტერიერი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან terre, რაც მიწას ნიშნავს, და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ამ მოუსვენარი ძაღლების ერთ-ერთი საქმიანობა იყო სხვადასხვა ცხოველის, მაგალითად მელიის ან მაჩვის, მიწაში ამოთხრილ სოროში ჩაძვრომა. ამისთვის მას სჭირდებოდა სიმამაცე, გაბედულება და შეუპოვრობა. ეს თვისებები დღესაც თვალნათლივ ჩანს ამ ჯიშებში.
ტერიერების ჯგუფი ამჟამად მნიშვნელოვნად შემცირდა ისეთი ერთეული გამონაკლისების გარდა, როგორიცაა ვესტჰეილანდური თეთრი ტერიერი, რომელსაც მოფერებით ვესტის ეძახიან. უაღრესად ენერგიული და დამოუკიდებელი ხასიათის ტერიერები განუყრელად არიან დაკავშრებული ბრიტანეთის კუნძლების ძველ სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან. პატარა ძაღლის ყოლის მსურველები ნაკლებად ირჩევენ ტერიერებს მათი ანჩხლი ზნის გამო. სხვა ჯიშებთან შედარებით, ტერიერების მოვლა და საგამოფენო ჩვენებისთვის მომზადება საკმაოდ რთულია.
მრავალმხრივი კომპანიონები
ტერიერებს, როგორც მუშა ძაღლებს, მრავალი ამოცანის შესრულება შეუძლიათ, ვიდრე მათ წარმოშობის მიხედვით იყო გათვალისწინებული. ეს ჯიშები ფართოდ განვითარდა სოფლის რეგიონებში. მართალია, სახლის სყვარელი ცხოველები არ ყოფილან, მაგრამ ხშირად ჰყავდათ ფერმებში, სადაც ანადგურებდნენ მავნებლებს, კერძოდ ვირთაგვებს; ასრულებდნენ მოდარაჯე ძაღლის როლს და ხმამაღალი ყეფით ამცნობდნენ ფერმერებს სტუმრის მოსვლას. ეს თვისება დღესაც ძალზე გამოკვეთილია ტერიერებში, რომლებც, სხვა ჯგუფების ძაღლებთან შედარებით, ურთიერთობაში გაცილებით მეტად იყენებენ ხმოვან სიგნალებს.