EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« D3 ATS & 2014 Transit Connect Wagon »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: admin
თარიღი: 2013-05-31 18:20:59
2014 Ford Transit Connect-ის დებიუტი პარიზის ავტო შოუზე შედგა,თუმცა სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია მის გრძელბაზიან ვერსიაზე (Transit Connect Wagon),რომელიც მხოლოდ ამერიკასა და კანადაში გაიყიდება..”ფორდი” ზემოთხსენებული 7-ადგილიანი ავტომობილით მინივენ სეგმენტში დაბრუნებას აპირებს..იგი შეიძლება არ იყოს იმდენად დიდი,როგორებიც ამ კლასის ლიდერები (Dodge Grand Caravan,Honda Odyssey) არიან,თუმცა “ცისფერი ოვალი” მასზე დიდ იმედებს ამყარებს,თუნდაც იმიტომ,რომ მისი 1.6-ლიტრიანი “ეკობუსტის” ტურბირებული ძრავი,რომელსაც 6-სიჩქარიანი ტრანსმისია შეუწყვილდება,კონკურენტებზე გაცილებიათ ეკონომიურია - 100 კილომეტრზე დაახლოებით 8 ლიტრ ბენზინს მოიხმარს..დამატებით ოპციებში შედის პანორამული ჭერი,მაღალი ხარისხის ტყავით გაწყობილი სავარძლები და 6.5 დუიმიანი სენსორული მონიტორი,რომელთანაც ნავიგაციის სისტემაა შერწყმული..იარსებებს 3 ვერსია: XL,XLT და ყველაზე მდიდრული Titanium..მყიდველებს Connect Wagon-ის შეძენა 2013 წლის III კვარტლიდან შეეძლებათ,ფასები კი სავარაუდოდ,$ 24.825-დან დაიწყება..
Dodge Grand Caravan (2012)
Cadillac ATS By D3
“კადილაკის” ტუნინგ სპეციალისტებმა (D3) კალიფორნიიდან,ახლახანს დაასრულეს მუშაობა პროექტზე,რომელმაც Cadillac ATS-ს გაცილებით სპორტული გამომეტყველება შესძინა..მრისხანე გარეგნობის მიუხედავად,მასში შენარჩუნებულია ლუქს ბრენდისთვის დამახასიათებელი ფორმები..ავტომობილში მცირე ტექნიკური სიახლეებიც შევიდა,თუმცა ყურადღება ძირითადად დიზაინზე იყო გამახვილებული..D3 ამაზე გაჩერებას არ აპირებს და 2013 წელს ავტომობილის ძლიერ მოდერნიზებულ ვერსიას შემოგვთავაზებს..