EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« იაპონია: იაკუძები / Yakuza »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი:

თარიღი: 2013-06-01 01:18:18

საიდუმლო ორგანიზაციები: იაკუძა - აზიის მბრძანებელი
ნებისმიერ ქვეყანაში, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს იგი, არსებობს დამნაშავეთა სამყარო, მაგრამ არცერთ ქვეყანაში არ ატარებს იგი ისეთ ორგანიზებულ ხასიათს, როგორც იაპონიაში. ეს კი, პირველ რიგში, თავად იაკუძას დამსახურებაა.
იაკუძა სათავეს ჯერ კიდევ ||| საუკუნის დასაწყისიდან იღებს. ტოკუგავას დინასტიის მმართველობის დროს ქვეყანაში დამყარდა დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა, მაგრამ ყველა როდი იყო ამით კმაყოფილი. ათასობით სამურაი, რომელთაც ბრძოლის მეტი არაფერი იცოდნენ, ქუჩაში აღმოჩნდნენ. ისინი იძულებული გახდნენ, ბანდები ჩამოეყალიბებინათ და მოსახლეობის ძარცვისთვის მიეყოთ ხელი, რათა შიმშილისაგან სული არ ამოხდომოდათ.


გაწამებული მოსახლეობა იძულებული გახდა, ჩამოეყალიბებინა მოხალისეთა რაზმი "მატი ეკო", რათა ბანდებისაგან როგორმე თავი დაეცვა. ამ რაზმებმა მართლაც მოახერხეს რამდენიმე გამარჯვების მოპოვება და ამით გათამამებულებმა თავად დაიწყეს მოსახლეობის ძარცვა. დროთა განმავლობაში კი იგი ერთ-ერთი სერიოზული ბანდიტური დაჯგუფება გახდა.
სულ ცოტა ხანში იაპონიაში სამი სერიოზული ბანდიტური დაჯგუფება ჩამოყალიბდა; მატი ეკო, ბაკუტო და ტეკია. ამ სამი დაჯგუფებიდან ბაკუტო ყველაზე კრიმინალიზებულ ბანდად ითვლებოდა. სწორედ მათი დაარსებულია "იუბუცუმეს" რიტუალი, რომლის მიხედვითაც ბანდის წევრმა, რომელიც შიდა წესს დაარღვევს, თავისი ხელით უნდა მოიჭრას თითი და შეფს მიართვას. თავად სიტყვა "იაკუძაც" ბაკუტოს ჟარგონებიდან მომდინარეობს. იგი ერთ-ერთი ბანქოს თამაშის ოიტე-კაბუს (დღევანდელი ოცდაერთი, ბლეკჯეკი) კომბინაციაა. ია-კუ-სა 8-9-3-ს ნიშნავს და იგი ყველაზე ცუდი შედეგია თამაშში. აქედან გამომდინარე, პირდაპირი თარგმანით იგი არაფრისმომცემს, უვარგისს ნიშნავს.
დროთა განმავლობაში ტეკიამ და ბაკუტომ შეძლო გაერთიანება (ამ დროისათვის მატი-ეკო აღარ არსებობდა) და ერთიანი ძალებით შეუდგნენ ძალაუფლების მოხვეჭას.
იაპონიაში განვითარებულმა პოლიტიკურმა ბრძოლებმა დიდი გავლენა იქონია იაკუძას შემდგომ მომავალზე. მოტყუება, შანტაჟი, ადამიანების მოსყიდვა, ამომრჩეველთა დაშინება და თვით შეკვეთილი მკვლელობაც იაკუძას ხელით კეთდებოდა, სამაგიეროდ კი, მათ სხვადასხვა სფეროში თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდნენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაკუძა საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენდა არამარტო იაპონიაში, არამედ მთელ აზიაში. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ კორეულ და ჩინურ ბანდიტურ დაჯგუფებებთან, რომლებიც დიდ დახმარებას უწევდნენ იაპონელებს ნარკობიზნესის განვითარებაში, რადგან თავად იაპონიაში ნარკოტიკების დამზადება ვერ ხერხდებოდა.
1963 წელს იაკუძას წევრთა რაოდენობამ იაპონიის თავდაცვის ძალების რაოდენობას გადააჭარბა. 5200 ბანდფორმირება 184 ათას წევრს ითვლიდა. საჭირო იყო ადამიანი, რომელიც შეძლებდა და უხელმძღვანელებდა ამ ხალხს. ეს ადამიანი აღმოჩნდა კომადა ესუო, ულტრანაციონალისტური დაჯგუფების წევრი. ომის დროს იგი იყო კონტრადმირალი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი. როცა იგი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ციხეში ჩასვეს, ამერიკის დაზვერვასთან თანამშრომლობა დაიწყო.
თავიდან კომადა შეეცადა, თავისი არხების საშუალებით ამერიკელებთან შემოერიგებინა იაკუძა, შემდეგ, 1960 წლიდან იგი იყო სხვადასხვა უდიდესი კლანების შემაკავშირებელი. სწორედ კომადას ძალისხმევით მიიღო იაკუძას კლანების სისტემამ ის სახე, რა სახითაც დღემდე მოაღწია.
იაკუძა ადამიანებს ყოფს ორ ნაწილად. მათი გაგებით, ერთი არის იაკუძა, ხოლო მეორე "კატაკი", ანუ ყველა ის, ვინც იაკუძა არ არის. იაკუძას წევრებს თავიანთი თანამედროვე კანონებით ეკრძალებათ "კატაკის" მკვლელობა, მაგრამ სხვა დანარჩენის - რეკეტის, შანტაჟის, ძარცვის და თვით გაუპატიურების უფლებაც კი აქვთ. ამავე დროს, იაკუძას აქვს უფლება, მოკლას "კატაკი", თუ იგი კლანის საქმიანობას უქმნის საფრთხეს.
იაკუძაში არ არიან ქალები, რადგან არ ენდობიან მათ და თვლიან, რომ ისინი უნდა ისხდნენ სახლებში და ზრუნავდნენ ოჯახზე.


იაკუძას წევრთათვის ყველაზე მთავარი პირადი ღირსებაა. ისინი ვერ იტანენ, როცა მათ შეურაცხყოფას აყენებენ და ამცირებენ. არასოდეს აღიარებენ დანაშაულს და არც თავის მართლებას ცდილობენ. ის, ვინც იაკუძას კანონებს არ დაემორჩილება, შეიძლება სიკვდილითაც დაისაჯოს. ახალგაზრდა იაკუძებს ასწავლიან, რომ არა საკუთარი თავის, არამედ და მხოლოდ კლანის კეთილდღეობისთვის უნდა იზრუნონ.
იაკუძას ჟარგონის მოკლე ლექსიკონი
ოაძი - "მამა", ბოსი;
კედაი - "ძმა", კოლეგა;
კამბუ - "უფროსობა", მაღალი რანგის იაკუძა;
დოსუ - სამურაის ხმალი;
ტაკა ან ხაძიკა - ცეცხლსასროლი იარაღი;
სიაბუ - ნარკოტიკი;
კირიტორი - ვალების ამოღება;
იუსური - შანტაჟი;
ცუცომოტასი - გამოძალვის ფორმა: ქალს მიჰყავს სახლში მამაკაცი, შემდეგ მოდის "შეურაცხყოფილი" ქმარი და ითხოვს მიყენებული შეურაცხყოფის "კომპენსაციას";
სენსო - კლანების ომი;
საცუ ან პორი - პოლიცია;
ოცუტომე - პატიმარი.

«იაკუძა» (yakuza, ヤクザ ან やくざ) – წარმოადგენს იაპონურ კლანურ ორგანიზაციას , რომელშიც გაწევრიანებულები არიან მთელი რიგი ადამიანები , რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ერთ ერთ მსხვილ კრიმინალურ დაჯგუფებას. დასავლურ ცნობიერებაში იაკუძას იცნობენ როგორც – იაპონურ მაფიას. 
იტალიურ და ჩინურ მაფიისგან განსხვავებით , იაკუძა არ არის საიდუმლო ორგანიზაცია. იაპონიაში იაკუძის წევრებს ძალიან ხშირად შესასვლელ კარზე აქვთ განთავსებული აბრა ამა თუ იმ კლანის დასახელებით , მაფიის წევრებს ადვილად გამოარჩევთ რიგით ადამიანისგან , ისინი იცვამენ მკვეთრი ფერის კოსტუმებს და იკეთებენ მზის სათვალეებს , ასევე სიარულის მანერაც , ამპარტავნული და ფართონაბიჯიანი სიარული იმდენად განსხვავებულია , რომ უშეცდომოთ მიხვდებით , თქვენს წინაშეა იაკუძას წევრი. მაგრამ იაკუძის წევრი შეიძლება ძალიან უბრალოდ შემოსილი იყოს , თუმცა ამ შემთხვევაში იგი აუცილებლად გამოაჩენს მოსვირინგებულ სხეულის იმ ნაწილს , რომელიც აშკარად მიუნიშნებს მის მოღვაწეობას იაკუძის სფეროში.
უკანასკნელ პერიოდამდე იაკუძის შემოსავალი მოედინებოდა სავაჭრო და გასართობი რაიონებიდან , ასევე წითელ ნათურების კვარტლებიდან , როგორც წესი ასეთი რაიონები ამჯობინებენ პოლიციის ნაცვლად იაკუძის საფარქვეშ ყოფნას. რაც უზრუნველყოფს მათ სხვადასხვა რეკეტირებისგან დაცვას , მაშინ როდესაც პოლიცია თვითონ შეგნებულად ერიდება ასეთ დაჯგუფებების შინაურ საქმეებში ჩარევას. ამ გაგებით იაკუძა იაპონიაში ითვლება ნახევრად ლეგალურ ორგანიზაციით. მაგალითად როდესაც ქალაქ კობეში მოხდა დიდი მიწისძვრა იაკუძის წევრებმა ოპერატიულად დაიწყეს ხალხის დახმარება. ეს ვითარება და ასეთი ფართომაშტაბიანი ჩარევა ფართოდ შუქდებოდა პრესით და ტელევიზიით , მაშინ როდესაც სამთავრობო ღონისძიებებმა საგრძნობლად დაიგვიანეს და მოსახლეობის გულისწყრომაც დაიმსახურეს.
იაკუძის წევრები აქტიურად არიან ჩართული სექს – ინდუსტრიაში. ეწევიან პორნო ფილმების კონტრაბანდულ გადაზიდვებს ამერიკაში და ევროპოაში. აკონტროლებენ ადგილობრივ მსხვილ სექს – გართობის ინდუსტრიას თან იცავენ მათ რეკეტისგან. იაკუძა როგორც წესი არ ეხება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს , გამოძალვისთვის და წილის მოთხოვნისთვის ისინი მსხვილ ფირმეს და კომპანიებს ირჩევენ. გამოძალვის მეთოდი მარტივი და მკაცრია – დაშინება.
80 – იან წლების დასაწყისში ქ. ფუკუოკეში გაჩაღდა იაკუძას კლანებს შორის ნამდვილი ომი , რომლის გაკონტროლება არაფრით არ ხერხდებოდა, რის შედეგადაც იაკუძის წევრების გარდა დაზარალდნენ მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე. მაშინ პოლიცია ჩაერია საქმეში და აიძულა დაჯგუფების ხელმძღვანელებს შეთანხმებულიყვნენ შერიგენაზე. გარკვეულ წლებში იაპონიის მთავრობა არაერთხელ ცდილობდა წარემართა ბრძოლა ორგანიზებულ დაჯგუფებების წინააღმდეგ , მაგრამ უშედეგოდ. 1995 წლის მარტში მთავრობამ მიიღო კანონი იაკუძის საქმიანობის წინააღმდეგ , რამაც იაპონურ მაფიას გაცილებით გაუძნელდა საქმიანობა. დღესდღეობით იაკუძა არა მოქმედებს ისეთი სიმძაფრით , როგორც იყო 70 – 80 იან წლებში. იაპონურმა მაფიამ სხვა ქვეყნებშიც მოიკიდა ფეხი , არსებობს იაკუძის ე.წ ბაზები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჰავაის კუნძულებზე.