EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კარატე 空手 »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2013-06-01 12:49:29

კარატე 空手

რა არის კარატე? საიდან წარმოიშვა და რამ განაპირობა მისი წარმოშობა?
 თანამედროვე იაპონური კარატე სინამდვილეში მოვიდა რიუკიუს არქიპელაგის უდიდესი კუნძულ ოკინავადან, რომელიც მდებარეობს სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, კიუშიუდან 500 კმ-ზე, ტაივანიდან 600 კმ-ზე და სამხრეთ ჩინეთის სანაპიროდან 800 კმ-ზე.

იაპონიიდან, ჩინეთიდან და კორეიდან ძალიან ბევრი ლტოლვილი ეძებდა რიუკიუს კუნძულებზე ხსნას პოლიტიკური დევნისაგან. XII საუკუნეში, როდესაც მინამოტოს ჯარებთან, უკანასკნელ ბრძოლაში დარბეული ტაირის სამურაების რაზმები უწესრიგოდ მიდიოდნენ სამხრეთისაკენ, ბევრი გადავიდა ოკინავაზე და გააცნო ადგილობრივ მცხოვრებთ სამხედრო ხელოვნება. რიუკიუს პირველი მეფე შიუნტენი (XIII ს.) დიდ ყურადღებს აქცევდა სამხედრო საქმეს. მის დროს აქტიურად შენდებოდა კოშკები და სიმაგრეები, იზრდებოდა მამულები, მიმდინარეობდა ჯარისკაცთა სწავლება. ოკინავას მოსახლეობა, რომელსაც ეთნიკურად იაპონელებისაკენ ჰქონდა მიდრეკილება და იაპონური ენის რიუკიუს კილოკავზე ლაპარაკობდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში იცავდა თავისი პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, მაგრამ 1372 წელს რიუკიუს მეფე საცუდომ აღიარა ჩინეთის ქვეშემდოვრობა და მასზე დამოკიდებულება. მინის იმპერატორმა ოკინავაზე გააგზავნა მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი დიდი ამალით. დროთა განმავლობაში სამოქალაქო წარმომადგენელი შეიცვალა სამხედროთი.

1372 წლის აქტის ხელმოწერისთანავე, კუნძულის დედაქალაქ ნახუში ჩამოვიდა ჩინელ კოლონისტთა საგანგებო მისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა ადგილობრივ მცხოვრებლებში გაევრცელებინა სხვადასხვა ხელობათა ცოდნა. 1392 წლიდან ჩინეთის კოლონია დაფუძნდა ნახის გარეუბანში კუმემურაში, შემდეგ კი ქალაქებში შიურიში და ტომარიში. თუმცა ჩინეთის სათვისტომო განცალკევებით ცხოვრობდა, სწორედ იქიდან გამოჟონა ხალხში ცნობებმა კემპოს შესახებ. თანამედროვე კარატეს ტერმინთა უმეტესობა ძველი ჩინურისგან წარმოდგება. რა თქმა უნდა, ჩინეთის დამსახურება კემპოს დანერგვაში არ უნდა გადავაჭარბოთ, რადგან XIV საუკუნიდან ოკინავას კარატე ვითარდებოდა თავისი გზით და შექმნა მრავალი ახალი, თავისებური ფორმა, სტილი, მიმართულება. სამწუხაროდ, XVIII საუკუნემდე წერილობით წყაროებში არ შემორჩენილა ცნობები ოკინავას კარატეს შესახებ. ცნობილია მხოლოდ, რომ ის არსებობდა.

 

როგორც ზემოთ მოგახსენეთ კარატეს მრავალი სტილი დამიმართულება არსებობს, ერთ-ერთი მათგანია კიოკუშინკაი.
 კიოკუშინკაი კარატე არის კონტაქტური სტილი, რომლის დამაარსებელია, კორეული წარმოშობის, იაპონელი დიდოსტატი – მასუტაცუ ოიამა.

თავისი არსებობის მანძილზე, კიოკუშინკაი კარატე, თავისი პოპულარობით, გაუთანაბრდა და მნიშვნელოვნად გაასწრო კიდეც სხვა აღმოსავლურ ორთაბრძოლების სახეობებს.
 1964 წელს ოფიციალურად გაიხსნა მასუტაცუ ოიამას სკოლა, სახელწოდებით – კიოკუშინ, რომელმაც დროთა განმავლობაში, გააერთიანა 130 ქვეყნის 12 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში და ამით, იგი საბრძოლო ხელოვნების ყველაზე დიდ ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომლის იდეოლოგიაში არ არსებობს რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაცია.

ყველა ჭეშმარიტი კარატისტი, ერთგულია პრინციპებისა, რომელიც ითვალისწინებს უფროსების პატივისცემას, ძალადობისგან თავ-შეკავებას, სულის სიმტკიცის გაძლიერებას. მაშ, რით განსხვავდება კიოკუშინკაი კარატე დანარჩენი საბრძოლო ხელოვნებებისგან? რამ აიძულა მოსულიყო ასეთი რაოდენობის ადამიანი კიოკუშინკაის სტილზე სავარჯიშოდ? შეიძლება, იმიტომ, რომ კარატე, განსაკუთრებით კი კიოკუშინკაი, არის ერთერთი ნათელი დასტური იმისა, თუ რაოდენ უსაზღვროა ადამიანის შესაძლებლობები.

„მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“, ეს დევიზი არ მიესადაგება კიოკუშინ კარატეს, რადგან გამარჯვებაა აქ მთავარი. მებრძოლის სულის სიმტკიცე და შეუპოვრობა – ეს არის შედეგი მისი სურვილისა გაიმარჯვოს. კიოკუშინის მებრძოლნი ყველაზე ძლიერნი არიან მსოფლიოში, მათ ვერაფერი შეაჩერებს გამარჯვების გზაზე და ამიტომ ისინი ყოველთვის გამარჯვებულნი არიან და პირველ რიგში საკუთარ თავზე.