EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კრივი / ბოქსი / boks »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2013-06-01 14:09:11
კრივი, სპორტის სახეობა, ორ სპორტსმენს შორის მუშტით ბრძოლა განსაკუთრებული წესების დაცვით. განვითარდა მუშტი-კრივიდან, რომელიც ცნობილი იყო ეგვიპტესა და ბაბილონში, ანტიკურ საბერძნეთში.
კრივი შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. კრივის წესები (უხელთათამანოდ) შეიმუშავეს XVIII საუკუნეში ინგლისში; 1867 წელს დაამტკიცეს ხელთათმანებით კრივის პირველი წესები. შეჯიბრება კრივში ტარდება 250-300 გრამიანი რბილი ხელთათმანებით რინგზე 3 წუთიანი რაუნდით, რაუნდებს შორის ერთწუთიანი შესვენებაა. გამარჯვება ეძლევა იმ მოკრივეს, რომელმაც წარმატებით ჩატარებული შეტევებით მოაგროვა მეტი ქულა, მოიგო ნოკაუტით ან თუ მოწინააღმდეგეს აღარ შეუძლია ბრძოლა, დისკვალიფიცირებულია ან უარს ამბობს ბრძოლის გაგრძელებაზე. კრივში აკრძალულია დარტყმა წელსქვევით, კეფაში, ზურგში, თავის დარტყმა. ბრძოლას სჯის რეფერი (მსაჯი რინგზე) და 3-5 მსაჯი რინგს გარეთ.
კრივი იყოფა ორ ნაწილად: სამოყვარულო და პროფესიონალური. სამოყვარულო კრივი იმით განსხვავდება პროფესიონალურისგან, რომ მასში არის 3 3 წუთიანი რაუნდი, ბრძოლა ტარდება 10 ან 12 ზომა ხელთათმანებით, მოკრივეებს აცვიათ ტრუსი და მაისური, რომელიც მათი კუთხის ფერის შესაბამისი უნდა იყოს და ახურავთ დამცავი შლემები. სამოყვარულო კრივში არის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიები, რომელებიც შესაბამისად კიდევ იუოფა წონით კატეგორიებად. ასაკობრივი კატეგორიებია: ბავშვები(შკოლნიკები) რომელშიც 13-14 წლის მოკრივეები გამოდიან, კადეტები, 15-16 წლის მოკრივეების ასაკობრივი კატეგორია, 17-18 ახალგაზრდები და ბოლოს სენიორები. სამოყვარულო კრივში არის უფრო მკაცრი წესები ვიდრე პროფეისონალურში. 3 ერთნაირ შენიშვნაზე მოკრივის მოწინააღმდეგეს ეწერება 2 ქულა. ხოლო 5 ერთინაირ შენიშვნაზე მოკრივეს აძლევენ დისკვალიფიკაციას.
სამოყვარულო კრივის მსოფლიო ფედერაციას ეწოდება AIBA. ამ ფედერაციის ეგიდით ტარდება ევროპის, მსოფლიო, ოლიმპიადის შესარჩევი და ოლიმპიური ჩემპიონატები. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც ჩატარდა მილანში, შედგა მოლაპარაკებები და დაფუძნდა ნახევრად პროფესიონალური კრივის ლიგა, რომელსაც ეწოდება მსბ (მსოფლიო სერიები ბოქსში). ამ ლიგაში მონაწილეობას იღებენ მოყვარულები და ჩხუბობენ პროფესიონალური წესებით 5 რაუნდს.
დღესდღეობით უძლიერესი მოყვარული მოკრივეები არიან ვასილ ლომაჩენკო(უკრაინა), სერიკ საპიევი(ყაზახეთი), ალბერტ სელიმოვი(რუსეთი), ალექსანდრ უსიკი(უკრაინა), ლევგენ ხიტროვი(უკრაინა), არტურ ბეტერბიევი(რუსეთი), ანდრეი ზამკოვოი(რუსეთი) და სხვები.
კრივი ძველ საუკუნეებში
კრივი უძველესი ფორმაა მუშტით ბრძოლებში, თავის ისტორიის წამყვანი , უძველესი ეპოქიდანაა. ახლა გადაკეთდა თანამედროვე და პრესტიჟული სპორტული - კრივი. ადრე კრივში წესებს არ ითვალისწინებდნენ არც რაუნდებს და არც სხვადასხვა რაიმე წესს. წაგებული ის გამოდიოდა ვინც ბოლო ამოსუნთქვამდე დაეცემოდა ისე, რომ ვეღარც ამდგარიყო ფეხზე მანამდე კი ჩხუბობდნენ. და ადრე ხელთათმანების ნაცვლად ტყავის ქამრებს იხვევდნენ ხელზე და ისე ჩხუბობდნენ.
.მე–4 საუკუნეში შექმნეს ხელთათმანები რომლებიც დაამზადეს ქამრის ტყავისგან. რამოდენიმე ხნის შემდეგ ეს ხელთათმანები უფრო მაგარი რომ ყოფილიყო მასში დებდნენ რკინას. და იქედან უკვე იღებდნენ ძლიერ დარტყმებს და ტრავმებს. და მაშინ შეიყვანეს მსაჯები რადგან მანამდე მებრძოლები ერთმანეთს კლავდნენ და მსაჯი აშველებდა რო რამე არ დამართნოდათ რადგანაც ისინი დარტყმებს ვერ ზოგავდნენ და კლავდნენ ერთმანეთს
მისი დღევანდელი ფორმის მსგავსი შეიქმნდა ჯერ კიდევ ინგლისსში , მე–18 საუკუნეში. მაშინ გახდა მსოფლიოში პირველი ჩემპიონი ბოქსში სახელად ჯეიმსს ფიგი. ახლო მომავალში ჯეიმს ფიგმა გახსნა თავისი კრივის დარბაზი სადაც ბავშვებს ასწავლიდა კრივს.
ბოქსის წესები შეადგინეს 1865 წელს ინგლისსში. რინგის მოცულობა, ხელთათმანები , რაუნდები და ა.შ მაგრამ ამის შემდეგ მაინც შიშველი ხელებით ჩხუბობდნენ, 1889 წელს ჩატარდა ბოლო ბრძოლა შიშველი ხელებით.
ბოქსი თავიდან არ შეყავდათ ოლიმპიურ თამაშებში რადგანაც აქ იყო 2 ადამიანის სასტიკი ბრძოლა მაგრამ ბოლოს მაინც შეიყვანეს რადგანაც ხალხს ძალიან მოსწონდა და ეს მოხდა 1904 წელს. მასში მხოლოდ 2ჯერ გავიდნენ ბოქსიორები ერთი ამერიკელი და ერთი ინგლისელი მაგის შემდეგ არ გასულან. და 1912 წელს ბოქსი ისევ ამოაგდეს ოლიმპიური თამაშების სიიდან. და 1920 წელს დააბრუნეს ისევ ამ სიაში. იმის შემდეგ ბოქსი თავისი პოპულარობით სარგებლობს და დღემდე აქვს სახელი შემორჩენილი და ხალხს იგი დღესაც იზიდავს.
როკი მარჩიანო
როკი მარჩიანო აშშ-ში, მასაჩუსეტსში დაიბადა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ბიძამისმა კრივი ასწავლა, ხოლო II მსოფლიო ომის დროს არმიის კლუბის სახელით გამოდიოდა. 1946 წელს მან შეიარაღებული ძალების სამოყვარულო შეჯიბრში გაიმარჯვა, მომდევნო წელს კი პროფესიონალი მოკრივე გახდა და გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა.
მარჩიანო მძიმეწონოსან მოკრივეებს მიაკუთვნეს. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეთა უმეტესობაზე გაცილებით ნაკლებს იწონიდა, სიმტკიცისა და უხეში სტილის წყალობით 49 მატჩში 49-ჯერ გაიმარჯვა, აქედან 43 - ნოკაუტით. 1952 წლის სექტემბერში მარჩიანო მძიმეწონოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მაშინდელი ჩემპიონი - ჯერსი ჯო უოლკოტი მეცამეტე რაუნდში დასცა.
ტიტულის დაცვა მომდევნო წელს მარჩიანოს კვლავ უოლკოტთან შეხვედრისას მოუხდა. მან მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში გამოთიშა პაექრობიდან და ჩემპიონობას 1956 წლამდე დაუმარცხებლად ინარჩუნებდა. 1969 წელს მარჩიანო ავიაკატასტროფაში დაიღუპა. 1950 წლის მარტში როკი მარჩიანო რინგზე გავიდა რონალდ ლასტარცის წინააღმდეგ. მაგრამ მაშინ რონალდმა როკი მარჩიანოს კრივში აჯობა უბრალოდ მსაჯებმა გადაწყვიტეს რომ, როკკი მარჩიანოს გაემარჯვებინა რადგანაც ტიტული არ დაეკარგა ეს იყო ყველაზე საკამატო ბრძოლა მტელს ისტორიაში. 1951 წლის ოქტომბერში როკი მარჩიანო რინგზე შეერკინა ძველ ჩემპიონს ჯო ლუისს რომელიც 8 რაუნდში დაამარცხა ნოკაუტით. 1952 წლის სექტემბერში როკი მარჩიანო შეერკინა იმდროინდელ ჩემპიონს მძიმე წონაში ჯერსი ჯო უოლკოტს. მაშინ როკი ცხოვრებაში პირველად ჩააგდეს ნოკაუტში მაგრამ მან მეტოქე 13 რაუნში ნოკაუტითვე დაამარცხა. ამ ბრძოლას ეწოდა ''წლის საუკეთესო შერკინება". 1954 წელს მარჩიანო შეერკინა ძველ ჩემპიონს სახელად ეზარდ ჩარლზს რომელიც ქულებით დაამარცხა. 1955 წელს მე-9 რაუნდში მან დაამარცხა დონ კოკელი ნოკაუტით. 1955 წლის სექტემბერში როკი მარჩიანომ დაამარცხა არჩი მური ეს იყო მისი უკანასკნელი ორთაბრძოლა მან ის მე-9 რაუნდში ნოკაუტით დასცა. რადგანაც მას პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კერძოდ წელზე. 1969 წელს როკი მარჩიანო იყო გადარებებზე რაშიც ფულს უხდიდნენ და ის ამით ირჩენდა თავს. მას შესთავაზეს 25000 იმისთვის, რომ ლას ვეგასში გადაფრენილიყო და უბრალოდ ტელე ეკრანზე გამოჩენილიყო მაგრამ ბოლო მომენთტშიი მან გადაიფიქრა გაფრენა რადგანაც მის ქალიშვილს დაბადების დღე ჰქონდა და მას აგრეთვე იმ ლეგენდარულმა ჯო ლუისმა შთააგონა აშინ რომ სახლში დაბრუნებულიყო რადგანაც ფული ამ ცხოვრებაში არაფერი არაა და ყველაზე მთავარი ოჯახია. ღამე იყო როცა როკი თვითმფრინავში ჩაჯდა სახლისკენ მიმავალი მაგრამ სამწუხაროდ ეს თვითმფრინავი ჩამოვარდა .