EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჰაპკი-დო »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2013-06-01 21:29:55

საბრძოლო ხელოვნებებს პირობითად ყოფენ წარმომავლობის მიხედვით. როცა საუბარია კორეულ საბრძოლო ხელოვნებებზე, პირველ რიგში გულისხმობენ ტაეკვონ-დოს, მაგრამ არსებობს სხვა კორეული საბრძოლო ხელოვნებებიც, რომლებიც წარმოიშვა უძველესი კორეული ტრადიციების საფუძველზე. ამ საბრძოლო სისტემებში დარტყმების გარდა შედის მრავალფერვოანი მტკივნეული ილეთებისა და გდებითი ტექნიკა. ერთ-ერთი ასეთი საბრძოლო ხელოვნებაა ჰაპკი-დო. ტერმინი ჰაპკი-დო ნიშნავს, ძალისა და შინაგანი ენერგიის კოორდინირებულ, ჰარმონიზებულ გზას. ჰაპკი-დოს ტექნიკა ძალიან ჰგავს აიკი-დოს ტექნიკას, ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ ჰაპკი-დო აიკი-დოდან წარმოიშვა, ეს ასე არ არის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ აიკი-დოს და ჰაპკი-დოს ერთი ფესვები აქვთ. აიკი-დოსა და ჰაპკი-დოს ფუძემდებლეები მორიჰეი უეშიბა და ჩოი-იონგ სული მე-20 საუკუნეში ვარჯიშობდნენ ერთ მასწავლებლებთან - სოკაკუ ტაკედასთან დაიტო-რიუ აიკი-ჯიცუზე.

ჰაპკი-დოსა და ტაეკვონ-დოს ფორმირება პარალელურად მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როცა იაპონელები განდევნეს კორეიდან, კორეულ საბრძოლო ხელოვნებებზე მოიხსნა აკრძალვა და პატრიოტული მოტივით დაიწყო კორეული საბრძოლო ხელოვნებების განვითარების ახალი ეტაპი. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა საბრძოლო ხელოვნებები- ტანგ-სუ-დო, გუდუ-კვონ, ტაეკვონ-დო და ჰაპკი-დო.

როგორც აღინიშნა, ჰაპკი-დოს დამაარსებელი იყო ჩოი-იონგ სული. მან კორეა დატოვა 1910 წელს და წავიდა იაპონიაში, სადაც სწავლობდა დაიტო-რიუ აიკ-ჯიუ-ჯიცუს. ჩოი-იონგ სული 1943 წელს დაბრუნდა კორეაში და დაიტო-რიუს ტექნიკას შემატა კორეული დარტყმითი ტექნიკა და მიიღო ახალ საბრძოლო ხელოვნება - ჰაპკი-დო.


ჩოი-იონგ სული