EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ტაეკვან–დო / taekwon-do »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2013-06-02 14:09:25
ტაეკვონ-დო საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც დაარსდა 1955 წლის 11 აპრილს ჩრდილოკორეელი გენერლის ჩოი ხონგ ხი-ს მიერ. ტაე-კორეული სიტყვაა და ქართულად ფეხით დარტყმას ნიშნავს, კვონ- მუშტით ან ხელით დარტყმაა, ხოლო დო- გზა. ანუ მთლიანობაში ტაეკვoნდო ორ აზრს აერთიანებს. პირველი- ეს არის ტაეკვონ-ხელების და ფეხების ერთდროულად გამოყენება თავდასაცავად. მეორე- დო- ცხოვრებისეული გზა, რომელიც მოიცავს ინტენსიურ გონებრივ
ვარჯიშს უმაღლესი შემეცნების გასანვითარებლად. რაც ტაეკვონ-დოს ფილოსოფიისა და კულტურის შესწავლით ხორციელდება. თავისი არსებობის ხანმოკლე დროის გამო, სხვებთან შედარებით, ტაეკვoნ-დო საკმაოდ ახალგაზრდა საბრძოლო ხელოვნებაა. მან მოიპოვა უდიდესი პოპულარობა და დღესდღეობით მასში მთელი მსოფლიოდან 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული ტაეკვონ-დოს ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ფედერაცია იქნა რეგისტრირებული, რომელთაგან სამი მათგანი ყველაზე მრავალრიცხოვანია. პირველად 1966 წლის 22 მარტს რეგისტრირებულ იქნა ტაეკვან-დოს საერთაშორისო ფედერაცია (ITF). მას ფილიალები გააჩნია მსოფლიოს 126 ქვეყანაში. 2002 წლამდე მას მართავდა თვით ტაეკვონ-დოს დამაარსებელი გენერალი ჩოი ხონგ ხი. ამიტომ იგი ყველაზე ტრადიციულია. II-ეს არის (WTF) მისი სათაო დაწესებულება ჩრდილო კორეაში, ქალაქ სეულშია და კუკივონი ქვია. იგი დარეგისტრირებული იყო 1973 წლის 28მაისს. (WTF) -ს ძლიერ ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს ჩრდილოკორეული დაწესებულება. იგი პოპულარულია და მხოლოდ სპორტული მიმართულება გააჩნია. მან შეძლო შესულიყო ქალაქ სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში და გამხდარიყო სპორტის ოლიმპიური სახეობა. შეჯიბრებები ტარდება მხოლოდ სპარინგში. სპორცმენები იმოსებიან ტანზე სპეციალური ჟილეტებით და თავზე ჩაფხუტით. იკრძალება დარტყმები წელს ქვემოთ. დაშვებულია ფეხით დარტყმები სხეულსა და თავში. ხელით დარტყმები მხოლოდ სხეულზე. (WTF) -ს ტექნიკას თავდაცვისთვის ნაკლებადეფექტურიანად მიიჩნევენ მისი სპორტული მიმართულების გამო. III-ყველაზე ახალგაზრდა ფედერაცია ეს არის ტაეკვან-დოს გლობალური ფედერაცია (GTF). მას მართავდა ოსტატი პაკ ჯუნ ტე, რომელიც (ITF)-ს ყოფილი ტექნიკური დირექტორი და ძალიან ძლიერი ოსტატი ტაეკვონდოში. სავარჯიშო პროცესი ხასიათდება მკაცრი დისციპლინით დო-იანგში (შენობა სადაც ხდება ტაეკვანდოს სწავლება) მოქცევის წესი მკაცრად რეგლამენტირებულია. ტანსაცმლის ფორმა, რიტუალები, მასწავლებელთან და ამხანაგებთან ურთიერთობა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ წარმოებს. ვინაიდან, პირველი მოსწავლეები სამხედროები იყვნენ. ტაეკვანდოს უნდა დაეკმაყოფილებინა რიგი მოთხოვნები:ვარჯიშის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად რაციონალური, რადგან მცირე დროში მოხდეს მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობის გამოწრთვნა. სწორმა მეთოდიკამ ტაეკვონ-დო უნდა გახადოს ადვილად სწავლებადი თითოეული ჯარისკაცისათვის. იგი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს როგორც ჯარისკაცთან, რომელთაც არანაერი ცოდნა არ გააჩნიათ საბრძოლო ხელოვნებაში,
ასევე გამოცდილ ოსტატებთან, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი ხარისხი სხვა სახის ბრძოლებშიც. ისინი კორეაში ძალზედ ბევრია. უნდა იყოს მინიმალური მოთხოვნები შენობასა და შეჯიბრებათა ინვენტარზე. ყველაზე მნიშვნელოვანი- იგი ეფექტური უნდა იყოს საბრძოლო ველზე ხელჩართული ბრძოლის დროს. ტაეკვან-დოს დამფუძნებლებმა შეძლეს გადაეწყვიტათ დასმული ამოცანები. ტაეკვან-დო გამოირჩევა კარგად შემუშავებული სწავლების მეთოდიკით, რომელიც შესაძლოა დღესდღეობით ყველა ასაკის, როგორც მამრობითი ისე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის იყოს ადაპტირებული. ტაეკვონ-დოში ძირითადად გამოიყენება ხელებითა და ფეხებით დარტყმითი ტექნიკა, რაც შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე მოწინააღმდეგის საწინააღმდეგოდ შესრულდეს. ტაეკვონ-დო თავისი არსით მრავალ ბრძოლას აერთიანებს: შეჯიბრი სპარინგში (მასოგი), საჩვენებელი შეჯიბრი (თული), შეჯიბრი დაფის გატეხვაში (3სხვადასხვა დარტყმა ქალებისთვის და 5 კაცებისთვის), აგრეთვე შეჯიბრი ტაეკვონ-დოს სპეციალურ ტექნიკაში (ტე-კი დაფების გატეხვა სიგრძეში და სიმაღლეში ხტომით 3 სხვადასხვა ნახტომი ქალებში და 5 კაცებში). შეჯიბრთა დისციპლინის სწავლების პროგრამაში შედის თავდაცვის ელემენტებიც (ხოსინსული), რომლებიც წარმოადგენენ ზემოთხსენებული დისციპლინის ჩამონათვალთა ლოგიკურ გამოყენებას რეალურ სიტუაციაში. ტაეკვან-დო არის ერთადერთი საბრძოლო ხელოვნება რომლის სწავლების მეთოდიკა, აგრეთვე ფილოსოფია, ქამრების მინიჭება და მისი შემადგენელი ყოველი კომპონენტი: გადატეხვა, შეხვედრა, საბაზო ტექნიკა, სპეციალური ტექნიკა, ფორმალური კომპლექსები, თავდაცვა აღწერილია თვით დამაარსებლის მიერ ერთ წიგნში, რომელსაც ტაეკვან-დოს ენციკლოპედია ეწოდება. იგი 15 ტომისგან შედგება. ტაეკვონ-დოში თითოეულს შეუძლია მიიღოს ის, რაც მას სჭირდება: გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა, შეეჩვიოს თავდაცვას, გაეცნოს ტაეკვონ-დოს ფილოსოფიას, გამოწრთვნას ძლიერი სხეული და სული, მაგრამ იმისთვის რომ გახდე პროფესიონალი საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობის ძლიერი ნებისყოფა, უდრეკი განზრახვა, მოთმენის უნარი. მოთმენა ხანგრძლივი წლებისა, მოთმენა ტკივილისა და დარდის, მკაცრი ბრძოლისა და მისგან გამოწვეული ტრამვებისა. ტაეკვონ-დოში ქამრების გაცემის უნიკალური სისტემა არსებობს: არსებობს ფერადი ქამრების 10 გიპი და 9 დანი, რაც შავი ქამრის დონეს განსაზღვრავს. ვარჯიშის ინტენსიურობიდან გამომდინარე შავი ქამრის მიღება შესაძლებელია ერთი წლიდან (თუ ვარჯიშობ 4 საათი. 6-ჯერ კვირაში) 4-5 წლის განმავლობაში, თუ ვარჯიშობ 2-3 ჯერ 1,5 სთ. იმისთვის რომ მიიღო II დანი საჭიროა გავიდეს კიდევ ერთი წელი, III დანი -2 წელი, და ა.შ.I და III დანის ჩათვლით შავი ქამრის მფლობელნი უფლებამოსილნი არიან ჩაითვალონ მწრთვნელის დამხმარეებად (ბო სა ბომ), IV-დან VI დანის მფლობელნი ითვლებიან, როგორც მწეთვნელები (სა ბომ), VII-დან VIII დანის მფლობელებს ოსტატის წოდება გააჩნიათ, ხოლო IX-დანის მფლობელნი დიდოსტატები არიან (სა სონ ნიმ), ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტაეკვონ-დოში მწრთვნელის უფლების მოსაპოვებლად (IV დანი და ზევით) მინიმუმ 7 წელია საჭირო. არსებული დრო საკმარისია იმისთვის, რომ მოყვარული პროფესიონალად ჩამოყალიბდეს. ქამრებზე ატესტაციის მიღების უფლება მხოლოდ ITF-ის საერთაშორისო ინსტრუქტორს გააჩნია. საერთაშორისო ინსტრუქტორი შეიძლება გახდეს მხოლოდ შავი ქამრის მფლობელი IV-დანი. ტაეკვონდო თავდაცვის ხელოვნებაა და მისი ფილოსოფია 5 პრინციპით გამოიხატება: ნაკითხობა, მოთმენა, ურყევი სული, თვითკონტროლი, პატიოსნება. არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ტაეკვონ-დოში არ არსებობს ხელების ტექნიკა. რა თქმა უნდა კარგად შემუშავებული ფეხების ტექნიკა ეს განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშანია, თავის მხრივ გარკვეული სამარკო ნიშანიც კია, მაგრამ ეს არანაერად არ ნიშნავს იმას, რომ ვარჯიშის დროს ხელების ტექნიკას მცირე დრო ეთმობა. ტაეკვონ-დოს მიმზიდველი ეფექტი გააჩნია. მოძრაობის კულტურა მაყურებელში დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო მოვარჯიშეებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. აქ არსებობს სხეულისა და სულის მრავალმხრივი განვითარება, რაც სინთეზშია ტექნიკით გამოწვეულ სიამოვნებასთან და მოძრაობასთან. იმედია, რომ არსებული ინფორმაცია დაეხმარება ყველა ტაეკვონ-დოს მოსწავლეს უკეთესად შეისწავლოს და გააცნობიეროს ხელოვნება, რასაც ისინი ითვისებენ. ხოლო, ისინი ვინც ჯერ არ არიან გათვიცნობიერებულნი მიეცემათ სტიმული მივიდნენ სავარჯიშო დარბაზში და დარწმუნდნენ ზემოთთქმულში.