EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ა) »
კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხაავტორი: admin
თარიღი: 2013-06-09 00:17:17
გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ა)
ა | ბ | გ | დ | ე | ვ | ზ | თ | ი | კ | ლ | მ | ნ | ო | პ | ჟ | რ | ს | ტ | უ | ფ | ქ | ღ | ყ | შ | ჩ | ც | ძ | წ | ჭ | ხ | ჯ | ჰ
აბადიაშვილი მოიხსენება 1721 წ. საკუთარი სახელი აბადა. ზაალ ციციშვილის-ბაადურაშვილის ყმად ყმად დიდ დაღეთს მოიხსენიება დათუნა აბადიაშვილი (ვახუშტი32)
ბადიაშვილი (საკუთარი სახელი ბადია, ხევსურ; ბარისახო, (დიდი დაღეთი)
აბაშიშვილი საკ.სახ. აბაშ (ტბეთის მატიანე.. 239.355); აბაში
დაცულია გვარებში აბაშიძე, აბაშიშვილი, აბაშმაძე. აბაში - 1.ექიმი, მკურნალი 2. შინაური წამლებით მკურნალი. თავადი ბაშის შვილნი ესენი იყვნენ ძველად ყიფიანნი ეგვიპტის ნაწილითგან; როცა მეფესა დიმიტრის ცხენი მოუკლეს ბრძოლაშა შინა ეგვიპტელთასა; მაშინა აბაშმან ცხენი თვისი მიართო და განარინა მით წელსა ქრისტეს აქეთ 1285 სა და შემდგომად ბრძოლისა შემდგომად მოსვლისა ქართლსა შინა თან მოჰყვა აბაში იგი და მეფემან ჯილდოდ უბოძა თავადობა აბაშადვე წოდებით
აბაშიძე – ერთ-ერთი პოპულარული ისტორიული გვარსახელი. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელთაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში. ეთნონიმადაც არის ცნობილი: აბაში. შედარებითი ტოპონიმები: აბაშა (ქალაქი, რაიონული ცენტრი), აბაშეთი (ქვეყანა). ამავე ძირისაა: აბაშია, აბაშიშვილი (წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში, ბარათაშვილთა შტო).
აბიათარი /აბეთარაშვილი ეს გვარი მოიხსენიება სოფ. ენაგეთში. აბიათარ (უცხ) მამა ამაღლებული; საკუთარი სახ. აბიათარ. აბიათარი მოიხსენიება 1616 წ. იმავე ძირისაა აბიათარაშვილი აბიათარიშვილი,
აბირმურაშვილი / (1523) კომპოზიტია საკ. სახ. აბირო; მურა. აბირ (სპარს.) სირცხვილი, ნამუსი, პირისწყალი მურა რუხწითელი შავ წითელი ძაღლი. საკუთარი სახელია აბირმურა. ძაბელა აბირმურაშვილი მოხსენებულია 1523 წ ბარათაშვილთა გაყრის სიგელში.
აბრამაშვილი / (1721 წ) აბრამ ძველი ებრაული „ მამა სიმაღლისა“, ან „ამაღლებული“ ქართული მნიშვნელობით ემთხვევა აგრეთვე მეორე ებრაული სახელი აბრაჰამ (-აბრაამ - აბრამ) „მამა მრავალთა“
აბრამიძე / (1886წ.) საკ.სახელი აბრამა, აბრამ; ამავე ძირისაა აბრამია. სახელი აბრამი ძირითადად ებრაელებშია გავრცელებული, გვარი კი ქართველების კუთვნილებაა. სოფ. წინწყაროში მცხოვრები აბრამიშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილი და ავრამოვ-ად იწოდებიან ამავე ძირისაააბრამია. აბრამიშვილი, აბრამიძე
აბუსერიძე – გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. ეს არის წარჩინებული სამთავრო გვარი აჭარაში.ცნობილია მეთერთმეტე საუკუნიდან. იგივე ძირისაა აბუსელიძე. აბუსერიძეთა სახლი XI-XVI საუკუნეებში,
აბუაშვილი / (1721წ) აბუ შუმერთა ნაყოფიერების ღმერთიძვ. დინასტიისა. ეშნუნაში ჰქონდა დიდი ტაძარი, რომლის იატაკის სიღრმეში ნაპოვნი60 თიხის ფიგურა ბაღდადის მუზეუმის საგანძურშია (ნაწილი გადაეცა ჰილდესჰაიმის მუზეუმს) მათ შორისაა ხელოვნების უნიკალური ძეგლი 72 სმ, სიმაღლის მარმარილოს ღმერთთან მლოცველი მამაკაცი (მასთან აღმოჩნდა ქალღმერთი ყრმით) ქვის წვეროსანი ბნელფორებიანი აბუ ძვ. წ. 2700-2500 წლებისაა(თვალები მძარცველებმა ამოუგდეს).
საკ.სახელი. აბუა; ქ.ფარცხისი იხსენება აბუა ჯანიაშვილი აბუა სახელიდან აბო უნდა მომდინარეობდეს (აბოს გაქრისტიანებუილ არაბის სახელი იყო, წამებული აბო საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.) აბოს საალერსო ფორმებია: აბონ, აბრო, აბუა.
აბულაშვილი / (1703წ) საკ.სახელი აბულა; აბულა მკერვალთუფროსი იხსენება 1635 წ. მოიხსენიება სოფელ ენაგეთში, აბულაშვილები 1721 წ. მასალებში არიან ყმებიც და აზნაურებიც.
აბულაძე / (1708წ.) აბულაძე, აბულაძეშვილი. აბული, მთების დიდი და პატარა აბულის სახელწოდება. იმავე ძირისაა: აბულაშვილი, აბულაძეშვილი, აბულფათიშვილი, აბულვედიშვილი, აბულიძე (ბოგვი, პატარა ენაგეთი, ჯორჯიაშვილი).
აბულფათიშვილი / (1673 წ.) აბულფათი შედგება ორი ნაწილისაგან: აბულ, აბულა საკ. სახ. და სიტყვა ფათ-ისაგან (იმერ.) გაფათება, გასწორება, გათანაბრება ანგარიშისა. ფათა (ქიზიყ.) ყაიმი. ფათი არის ასევე საკუთარი სახელიც.
აბშილავა – გვარი მომდინარეობს გამოთქმიდან აბშილა. ძველი ეთნონიმი “აფშილი” ნიშნავს აფხაზს.
ადამაშვილი / (1489 წ.) ადამ (ძვ. ებრ.) „თიხა“ (წითელი მიწა) ღმერთმა პირველი კაცი შექმნა თიხისაგან და სწორედ ამიტომ ადამი ეწოდა. აქედანაა ნაწარმოები სიტყვა ადამ-იან-ი . თურქულ ენოვან ხალხებში „ადამ“ ნიშნავს კაცს. (ბორბალო, თონეთი, მაწევანი, ღოუბანი)
ადოლაშვილი / (1871 წ.) საკ. სახ. ადოლა. (ღორისთავი)
ადუაშვილი / (1706-07) საკ. სახ. ადუა.
ავალიანი / საკ. სახ. ავალ(ა), ავალ-ი. ავალიანები და ავალიშვილები ერთი ძირისანი არიან. ისტორიულად სამცხის სათავადო გვარეულობაა.
ავალიშვილები / ფეოდალური საგვარეულო საქართველოში ,დაწინაურდა 15-16 სს.ძველი თორის მხარეში ( ახლანდ. ბორჯომის ხეობა), აქ ჩამოყალიბდა ა-ის სათავადო (საავალიშვილო). ავალიშვილები ძველად ციციშვილთა გვარს ენათესავებოდნენ და წინაპარს სახელად ავალა ერქვა.
ავატამაშვილი / (1523 წ.) სავარაუდოდ მეტსახელი ავადამა. (ენაგეთი)
ავაქაშვილი / (1721 წ.) საკ.სახ. ავაქა, ავაგა იხსენიება 1744 წ. თუმანაანთ პაპუას მიერ ჩარჩიანთ ქრისტესიას სახელზე გაცემულ ყმის ყმის ნასყიდობის წიგნში (დოკ. 1, 319); ავაგ (ქართლ. ცხ. 2, 17).
ავქაფაშვილი და ავქოფაშვილი (ავ - ავი ქოფა - სახელი იყო ადრე) იაკობაშვილთა შტო-გვარადაა მიჩნეული.
ავქოფაშვილი – ბაზაქლო, ბალიჭი, ბოლნისი, კაზრეთი, რატევანი
აზნაურიშვილი / აზნაურაშვილი / (1721წ) აზნაური თავისუფალი. აზნაური ძველი პრივილეგირებული წოდების წარმომადგენელი, თავადზე დაბლა მდგომი; აზნაური (აზნაურიშვილი) თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინიდანაა წარმოებული. სიტყვა „აზნაური“ ფორმით ქართულია, ამ სახით სომხურშიც დასტურდება. მომდინარეობს ძირიდან „აზნ“, რაც „გამოჩენილს“ „გოლიათს“ ნიშნავს. აზნაურის საპირისპირო ფორმა უაზნოც ამ ძირიდან მომდინარეობს. აღნიშნული ტერმინი ქართულიდან შევიდა რუსულში აზნაგურის სახელწოდებით. ეს სიტყვა გვხვდება სპარსულ ლიტერატურაშიც. წინწყაროს მცხოვრები აზნაურიშვილები ბერძნებად ჩაწერეს და რუსული გაფორმებით კნიაზევად არიან ცნობილი. შდრ. (სომხ) აზნაურიანი. (დიდი დაღეთი, მარაბდა, ირაგა, წინწყარო.)
აზიბეგაშვილი (1721 წ.)- რთულიშედგენილობის (ორფუძიანი) გვარია (შდრ. ადიბეგა, ალიაბეგა, ასანბეგა და მისტ.); „საერთო დაბალში სოფელ წრაურთაში 1721 წ. ყაფლანიშვილის მამულში მოსახლეთა შორის იხსენება მირზუა აზიბეგაშვილი“ (ვახუშტი 159).
აზოშვილი. (1721წ.) საკ. სახ. აზო. იხსენება ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში. წინწყაროში მცხოვრები აზოშვილები ბერძნებად აღიარეს და აზოევ-ად ჩაწერეს. (საღორისი, წინწყარო).
აზრაკაძე//აზრაკაძეშვილი (1823წ.) საკ.სახ. აზრაკაძე, მემამულე ზურაბ საგინოვის (საგინაშვილი) გლეხად მოიხსენიება სოფ ბოგვში 1823 წელს.
აზრუმელაშვილი // ნურიკაშვილი (1843წ.) სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა არზრუმი, იგივე ერზრუმი, ქალაქი ჩრდილო აღმოსავლეთ თურქეთში. არზერუმ (სპარს) „რომის მიწა“ აქედან სახელი არუმელა. თომა და გიორგი არძუმელაშვილები მოიხსენებიან 1873 წ. დიდ თონეთში 1843 წელს პატარა თონეთში მოიხსენიება ნურიკაშვილი, თომა არზუმელაშვილი.
ათუაშვილი (18 ს.) საკ.სახ. ათუა. ათოა მოიხსენიება 1781 წლის 18 თებერვალს ზურაბ თუმანიშვილის მიერ გიორგი ბატონიშვილის სახელზე გაცემულ არზაში.
აივაზიშვილი (1851 წ.) საკ.სახ. აივაზა. აივაზ (არაბ), ავაზ (ნაცვალი) წინწყაროელი ქართველი აივაზაშვილები ბერძნებად ჩაწერეს და აივაზოვ-ად მონათლეს (პატარა თონეთი, მუხათი, კოდა, წინწყარო).
აკოასშვილი (1733 წ.), საკ. სახ. აკო ( კოლხ. 41 თამაკონი;) აკო იაკობის კნინობითი ფორმაა. (დიდი ენაგეთი, ასურეთის ხევი).
აკოფაშვილი (1697), აკოფა (გასომხებული საკ. სახ.) მოგვიანებით ტერტერები ქართველებს გრიგორიანულ სარწმუნოებაზე აქცევდნენ, აქედანაა გვარიც იაკობ (ძვ. ებრ.) „მიმყოლი“, მიმდევარი ( სიტყვასიტყვით: „მისდევს“, „მიჰყვება“), თავდაპირველად ნიშნავდა ტყუპთაგან მეორედ დაბადებულს, შემდეგ კი მიეცა მნიშვნელობა ღვთის მიმყოლისა ანუ ღვთის კვალზე მავალსა.აკოფა ერქვათ დაჰქვიათ როგორც სომხებს, ისე ქართველებს. ორი საუკუნის წინათ ტრადიციულ სახელს იაკობ, მე 19 ს. მეორე ნახევარში ხშირად ცვლის აკკოფ (აკოფა) აკოფა ქვემო ქართლში მოიხსენიება 1791 წ.
ალადაშვილი საკ.სახ. ალადა (გ. ლეონ სახელები), ამავე ძირისაა ალადაური (კოდა)
ალავერანაშვილი (1558) ალავერანა მეტსახელი, გვარში ალავერანაშვილი ( ვერანა, ოხერი, ტიალი, იტყვიან უპატრონოდ დარჩენილ სახლ-კარზე, მიწის ნაკვეთზე). ალავერნა, მამასასხლისი, აზნაური, 1721წ აღწ. დედოფლის მემამულე, ცოვრობდა და ყმები ყავდა სომხეთში.
ალავერდაშვილი// ალავერდიშვილი (1537წ.), საკ. სახ. ალავერდა (1677წ. დოკ. 1, 55). ალავერდა (ალავერდასი), კუთხ. (კახ. ქართლი), იგივეა რაც იონჯა, აცე ვირო, ნუ მოკვდები, ალავერდი ამოვაო (ანდაზა). ზოგჯერ ალავერდ-ი (ალავერდისა) არაბ. - თურქ. ალლაჰ ვერდი - „ღმერთმა მომცა“, „მოგცა“.
ალელი (1721 7წ), სავარ. საკ. სახ. ალე ან გეოგრაფიული სახელიდან ალი (ხაშურის რაიონი). ალელ-ი მეტსახელი, გვარში: ალელიშვილი. სამღერეთი.
ალელაშვილი// ალელიშვილი (1721-1873წწ.) ალელი მეტსახელი გვარში: ალელიშვილი ...გვარადქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა ალელი. (ივ.ჯავახიშვილი, სეიძ., 1, 259) მანუჩარა ალელი; გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. სოფელი ალიდან მესხეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებსარდელიანთს უწოდებენ, ამის გამო საფიქრებელია მათი წარმომავლობა არალ-დან (არალი ადიგენის რაიონშია)
ალექსიშვილი (1851 წ.) ალექსი (ბერძ.) „მცველი“ (საკ.სახელი ალექსი).
ალიასშვილი (1721)საკ.სახელი ალი. (ალი, ამირა, მაჰმადიანური წარმოშობისაა)
ალთუნაშვილი// მინასაშვილი (1873 წ.) ალთუნ (მონღოლურ თურქული,- ოქროს ნიშნავს) ნაწარმოებია საკუთარი სახელი ალთუნასგან.
ალიბეგაშვილი //ალიბეგისშვილი//ალიაბეგიგიშვილი (1699 წ.)საკ.სახელი ალიბეგა შედგება ორი ნაწილისაგან: ალი მშობიერს მაცდურს ნიშნავს, ასევე ალი ცეცხლი ან დენი. ბეგი, ბეგა - თურქული სიტყვაა გვიანდელი გამოთქმით ბეი „ბატონს“, „ფეოდალს“, „მემამულეს“ ნიშნავს. აქედანაა წარმოებული გვარი ალიბეგაშვილი. შინაარსობრივად მკაცრ ფიცხ ბატონს უნდა უკავშირდებოდეს. საპიროსპირო გვარია უჩუმბეგაშვილი (თურქ) უჩუმ ნიშნავს წყნარს, მშვიდს. აქედან წყნარი, მშვიდი „ბატონი“. ტერმინი „ბეგ“-ი 50-მდე ქართულ გვარში გვხვდება. (საკ. სახ. ალიბეგ) ალიბეგაშვილები ჯაყელების შტო გვარია.
ალიხანასშვილი// ალიხანაშვილი. ალიხან (თურქ.). ალი უმაღლესი ხანი (ისტ.). მეფე მთავარი ზოგიერთი თურქი და მონღოლი ხალხისა.
ალუაშვილი (1721 წ.) საკ სახ. ალუა.
ალხაზიშვილი//ალხაზაშვილი (1873 წ), ალხაზ არაბულად რჩეული საკ სახელი ალხაზი.
ამაღლობლი // გვარი ქრისტინობასთან ასოცირდება. სხვათა შორის რუს პოეტს, ვოზნესენსკის არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი ქართული წარმოშობა ამ გვარის საფუძველზე.
არის ვერსია, რომ XVI საუკუნეში აჭარის გამაჰმადიანების დროს შუახეველი ამაღლობლების ნაწილმა თავი დააღწია გამაჰმადიანებას და დასახლდა სოფელ დაფნარში.
ამბარასშვილი// ამბრისშვილი (1477 წ.) ამბარ-ი (ამბრისა) სპარსულად ამბარა იგივეა, რაც ბეღელი თურქ атваг - ბეღელი, საწყობი, საცავი, კიდობანი,სკივრი,ზანდუკი.
ამბრიაშვილი (1721 წ) , საკ. ამბრია, ამბრი, ამბრო. ამბროსი (ბერძ.) „უკვდავთა (ღმერთთა) წილხვედრი.
ამბროსაშვილი, ამბროსი (ბერძ.) „უკვდავთა (ღმერთთა) წილხვედრი. საკ. სახელი ამბროსი ამბროსაშვილი შერმაზანა მოიხსენიება მე-15-ის პირველ ნახევარში.
ამილახვარი – დიდი სათავადო საგვარეულოა ქართლში. გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი (“ამირ ახურ” – არაბული სიტყვა და საჯინიბოს უფროსს ნიშნავს). დიდმოხელეთაგანი ფეოდალურ საქართველოში, სამეფო საჯინიბოებისა და აბჯარ-საჭურვლის გამგე, სათანადო მოხელეების უფროსი.
ამილბარასშვილი//ამილბარაანი ( 1682 წ) ამილბარ იგივეა რაც ამირბარი. არაბ. ამირ-ალ-ბაჰრ „ზღვის ამირა“, ისტ.საზღვაო ფლოტის უფროსი - -ადმირალი. თვით ამილბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა (რუსთაველი), აქედან საკუთარი სახელი ამილბარ. ამილბარაშვილი იყო აგრეთვე ციციშვილების შტო - გვარი (შიდა ქართლში) (გარისი, მანგლისი, მონასტერი).
ამინაშვილი (1692 წ.), ამენ/ამინ (ლათ. amen<ბერძ.<ებრ. ნიშნავს - ნამდვილად, ჭეშმარიტად) (ბოგვი, დიდი ენაგეთი, დიდი თონეთი, მარაბდა, საღირაშენი.)
ამირაზაშვილი (1873 წ) // ამირაიზაშვილი (1721 წ), ამირ (ამირასი) [არაბ. ამირ] ისტ. მბრძანებელი, უფროსი, ემირი. აქედანაა ნაწარმოები საკ.სახ. ამირ+აზა. შდრ. ამირ+ზალა, ამირ+ანა, ამირ+აღა, ამირ-ბოქა, ამირ-ეჯიბი, ამირ-ჯანა, ამირ-ზა, ამირ-ღა, ამირ,ხანა... აქედან მომდინარეობს გვარები: ამირაზაშვილი, ამირზალაშვილი,ამირაღაშვილი, ამირბოქაშვილი, ამირეჯიბი (ამირეჯიბაშვილი), ამირჯანაშვილი, ამირხანაშვილი...
ამირანასშვილი // ამირანაშვილი (1537 წ.), ნაწარმოებია საკ.სახ. ამირანისაგან. ამირანი, ქართული ხალხური ეპოსის გმირი, „ ამირანიანის“ მთავარი პერსონაჟი, ნადირობის ქალღმერთის დალისა და უცნობი მონადირის შვილი. ამირანი (სვანური ამირმ, მირიმ) უძველესი წარმალთული ქართული ეპოსის „ამირანიანის“ მთავარი გმირი, კოლხური მითოლოგიის ღერძი, ბერძნული პრომეთეს ორეული, დალისა და დარჯელანის შვილი (ეს ვერსია ამაგრებს ვარაუდს, რომ ლიტ. ამირანდარეჯანიანის წყაროც ხალხურია), დაახლოებით 3500 წლის წინ შექმნილი საკაცობრიო მაშვრალის ტიპი, სიკეთის სიმბოლო, ბაადურის, კოპალას, დარიელის, ავთანდილის, პრიდონის, აბესალომის, ასფურცელას და სხვა ეროვნულ გმირთა გვერდით ამირანს ერთ-ერთი პირველთაგანი ადგილი უჭირავს (აკ.გელოვანი).
ამირასშვილი// ამირაღაანი (1629წ.) ამირა(ამირასი) (არაბ. ამირ.) ისტ.მბრძანებელი, უფროსი, ემირი.შდრ. ამირბარი [არაბ.] (ისტ.) სახელმწიფო საზღვაო ფლოტის უფროსი,ადმირალი; ამირეჯიბი[არაბ.] (ისტ.) ერთ ერთი დიდი მოხელე საქართველოს მეფის კარზე, წესრიგის მეთვალყურე პურობისა და დარბაზობის დროს. საკ. სახ. ამირა. ამავე ძირისაა: ამირზალაშვილი, ამირახორი, ამირბეგაშვილი. ამირეჯიბი, ამირაზაშვილი, ამირაღასშვილი, ამირეძაშვილი, ამირეჯიბიშვილი, ამირიძე, ამირხანაშვილი, ამირჯანაშვილი.
ამირჯანაშვილი (1721წ.) საკ. სახ. ამირჯანა, პატრიარქის ყმა. ამირ (არაბ.) „მბრძანენბელი ,მპყრობელი“, ჯან (ინდ. სპარს.) „ სული, სულთამპყრობელი, სულთამბრძანებელი“.
ამნათაშვილი// ამანათაშვილი// მძევლიშვილი (1843წ), საკ.სახ.. ამნათი. ამან-ათ-ი [არაბ.] 1. შეკრულ-შეფუთული ნივთი, რომელიც სადმე იგზავნება. (ძვ.) იგივეა რაც მძევალი. ამანათაშვილების (დღევ. ამნათაშვილების) მეორე გვარია მძევლიშვილი. ამავე ძირისაა ამანათაძე.
ამრუაშვილი (1721წ.) საკ სახ. ამრო,ამრი, ამრილ.