EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« „მლოცველი“ - Maranta leuconeura var. erythroneura »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-06-11 16:23:40

„მლოცველი“ - Maranta leuconeura var. erythroneura

„მლოცველი“ - Maranta leuconeura var. erythroneura

მარანტა ტროპიკული ტყის ძალიან ლამაზი ფოთლოვანი მცენარეა. ზოგ სახეობას, მაგალიტად ამ ფოტოზე გამოსახულ მარანტას წითელ ძარღვიანი ფოთლები ისე ზუსტად და კოხტად აქვს მოხატული, რომ ნამდვილი არც კი გეგონებათ. მარანტა ჰორიზონტალურად იზრდება და თანდათან განზე გადის, ამიტომ იდეალურია, თუ მას მაღალი მცენარის ძირში, განიერ და დაბალ ქოთანში მოათავსებთ, სადაც თაკარა მზე ვერ მისწვდება. მარანტას ფოთლები ყოველ საღამოს იხვევა და ვერტიკალურად დგება, აწორედ ამიტომ ეძახიან მას „მლოცველს“. ყვავის ზაფხულიდან შემოდგომამდე მარტიცი ყვავილებით.

სინათლე
დადგით სინათლეზე, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.

ტემპერატურა
მთელი წელი შეინარჩუნეთ მინიმალური ტემპერატურა - 16 გრადუსი. ცხელ ზაფხულში მეტი ტენი სჭირდება.

მორწყვა
ზაფხულში უხვად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი იყოს. როცა ტემპერატურა დაეცემა, მორწყვაც შეამცირეთ.

მოვლა
რაც უფრო თბილა, მარანტას მით მეტი ტენი სჭრდება. მტვერი და წყლის წვეთები ფოთოლს აუშნოვებს, ამიტომ ზემოდან ნუ მორწყავთ. 
ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ.

ზომა: დაახლ. 80სმ;
ადგილი: დაჩრდილული სასტუმრო ოთახი;