EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დეკემბერა / dekembera »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: admin
თარიღი: 2013-06-11 16:40:13
დეკემბერას ზამთარში კარგი განათება სჭირდება. ამიტომ, ეცადეთ ამ სეზონზე სინათლე არ მოაკლოთ. კვირტები რომ არ დასცვივდეს, არ შეატრიალოთ. ზაფხულში მწველ მზეს მოარიდეთ. ამ მცენარის სხვადასხვა ფერის ყვავილებიანი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი ულამაზესია.
– რა ტემპერატურა სჭირდება დეკემბერას მთელი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ზამთარში?
– მთელი წლის განმავლობაში იდეალურია მისთვის ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. საერთოდ, გახსოვდეთ, დეკემბერა გრილ ოთახში მეტხანს ყვავის. ამ სეზონზე ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში არ ამყოფოთ, რომ შემდგომ უკეთ იყვავილოს.
– როდის ყვავილობს მცენარე და კიდევ რა პირობები შევუქმნათ მას უხვი ყვავილობისთვის?
– მცენარე გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას. კარგად აყვავებისთვის აუცილებელია დასვენების პერიოდში, ანუ ზამთარში, სიმშრალისა და სიგრილის შენარჩუნება. მორწყეთ რბილი წყლით. მისი მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არც წყლით ძალიან გაჟღენთილი.
გაითვალისწინეთ, თუ ბინაში დეკემბერას ზრდით
– ზედმეტ ტენსა და ქარში მცენარეს კოკრები დასცვივა. დაყვავილებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ნაკლებად მორწყეთ მცენარე, ხოლო ზაფხულში ნახშირმჟავა კალიუმიანი სასუქით მორწყეთ ხოლმე. ზაფხულობით შეგიძლიათ გარეთაც გაიტანოთ, მხოლოდ მზის გულზე არ დადგათ. დეკემბერას სჭირდება ფხვიერი, კარგი დრენაჟის მქონე, ნეიტრალური ნიადაგი. შეგიძლიათ, ეს მცენარე საკიდ კალათაში მოათავსოთ და დადგათ ისეთ ოთახში, სადაც კარგი განათება იქნება