EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გროგი / grog »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-06-11 17:34:57

1/2 ლიტრ წყალში ვადუღებთ ბაჰარის 2-3 მარცვალს, 6-8 მარცვალ შავ პილპილს, 10 ცალ მიხაკ–დარიჩინის ნატეხს, ცოტა ლიმნის ქერქს, ამავე ლიმნის წვენს და 1/2 კგ. შაქარს.

ადუღების შემდეგ, ვამატებთ 3 ლიტრ თეთრ ღვინოს, 1 ლიტრ კონიაკს და ისევ ვადუღებთ, მაგრამ დაკვირვებით, რომ სულ არ დაშრეს. შემდეგ, ქვაბს ვდგამთ მაგიდაზე, თავსახურს წამოვხდით, ამოვარდნილ ორთქლს ცეცხლს წავუკიდებთ და თავსახურს მაშინვე დავახურავთ. ამ პროცედურის შედეგ, გროგი უკვე მზადაა. მიირთვით ცხლად. საუკეთესო საშუალებაა გაციებისთვის. 


 

თუკი გროგის წარმოშობას ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს მაცოცხლებელი სასმელი პირველად მეზღვურებმა მოამზადეს. დაახლოებით, მე–18–ე საუკუნეში, ერთ–ერთ ყაირათიან ადმირალს უბრძანებია: ნამეტან ბევრ რომს ვხარჯავთ ამ მეზღვაურებზე და  რაიმე ისეთი მოიფიქრეთ, რომიც ცოტა დაიხარჯოს და არც მეზღვაურებს მოაკლდეთ ალკოჰოლიო. კრეატიული და მრავლისმნახველი მეზღვაურის თავში კი, მოგეხსენებათ, ბევრი საინტერესო იდეა შეიძლება გაჩნდეს.