EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დრუიდების ჰოროსკოპი - თელა »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-06-13 20:20:47

12 იანვარი - 24 იანვარი.

15 ივლისი - 25 ივლისი.

 

 

მაღალია, კარგი აღნაგობის, გამოირჩევა მიმზიდველობით და ხშირად იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას, თუმცა თავად არ ცდილობს ამის დემონსტრირებას.

აქვს კარგად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, გამოირჩევა თანმიმდევრულობით და  ყოველთვის უანგაროდ ემსახურება არჩეულ საქმეს. იგი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან მიაღწევს აღიარებას და ხშირად აღწევს კიდეც ამას, იმ  ნდობისა და პატივისცემის გამო, რომელსაც იმსახურებს.

არ უყვარს სირთულეები და ცხოვრებისეულ ორომტრიალში ჩაბმა, ამიტომ ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე და ხშირად ისახავს ისეთ მიზნებს, რომელიც შესრულებადია და მცირედითაც კმაყოფილდება.

სიამოვნებს და უხარია სულ უბრალო წარმატებაც კი. არასოდეს განიცდის დისკომფორტს იმის გამო, რომ სხვებს მასზე უკეთესად აქვთ მოწყობილი ცხოვრება.

გახსნილია, პირდაპირი, ახასიათებს გულუხვობა. სჯერა ადამიანების და არასოდეს ამბობს უარს ახლობლების დახმარებაზე, თუმცა ხშირად არ ეძლევა ამის შესაძლებლობა. 

თელა მზრუნველია, გააჩნია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. იგი ზოგჯერ ზედმეტადაც ხარჯავს საკუთარ ძალებს და იჩენს მზრუნველობას მათ მიმართაც კი, ვინც შესაძლოა ამას საერთოდ არ საჭიროებდეს.

ახასიათებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. მკაცრად იცავს საკუთარ პრინციპებსა და ჩვევებს. რეალისტია, გამოირჩევა მახვილი გონებით, პრაქტიკულობით, შეუძლია სწორად დაგეგმოს და განახორციელოს.

თელას, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს სცემს მორალს, ზოგჯერ შეუძლია ჩაიდინოს ისეთი საქციელი, რომელიც დგას კანონის მიღმა და არ შეიძლება მოიწონოს საზოგადოებამ, მაგრამ არ ვნებს სხვებს და არასოდეს აკეთებს ამას გამიზნულად. ამიტომ არ უყვარს თავის მართლება საკუთარი საქციელის და ქცევების გამო.

თელას საკუთარი წარუმატებლობები იმდენად მძიმედ გადააქვს, რომ შესაძლოა ზოგჯერ დეპრესიაშიც კი ჩავარდეს და შვება ალკოჰოლში ჰპოვოს. თუმცა არ უყვარს მორჩილება სხვა ადამიანებისა და ბედის მიმართ. სიძნელეების გადალახვაში, რომელიც მისი ცხოვრების გზაზე არც ისე ბევრია, ეხმარება იუმორი და მსუბუქი ოპტიმიზმი.

ცოტათი ახირებულია, ახასიათებს მცირედი დესპოტიზმი, უყვარს გავლენის მოხდენა (თუმაცა არა უხეში ფორმებით) და მორალის კითხვა, თავს მიიჩნევს სხვებზე უფრო ბრძენად და მაინცდამაინც არ სიამოვნებს განსხვავებული აზრის მოსმენა.

სასიყვარულო ურთიერთობებში ყურადღებიანი და მოწესრიგებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით მშვიდია და კარგად ფლობს საკუთარ თავს, სიყვარულში მგზნებარეა და გრძნობების მოზღვავება ახასიათებს. მას ძალუძს უყვარდეს და ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე შეინარჩუნოს ერთგულება საყვარელი ადამიანის მიმართ.

თუ გრძნობები ორმხრივია, თელა ქორწინებაში თავს ბედნიერად გრძნობს. იგი სერიოზულად ეკიდება ოჯახურ ვალდებულებებს, თუმცა საკმაოდ მომთხოვნიცაა, მათი კეთილგანწყობის მოპოვება რთულია, რადგან რეალურად აფასებს სიტუაციას, არ აძლევს თავს მოტყუების უფლებას და ყველა მისი ნაბიჯი გათვლილია ხოლმე. აღსანიშნავია, რომ თელას ეს ყველაფერი, ბუნებრივად გამოსდის.