EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დრუიდების ჰოროსკოპი - კვიპაროსი »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: admin
თარიღი: 2013-06-13 20:22:51
25 იანვარი - 3 თებერვალი. 26 ივლისი - 4 აგვისტო. |
ფიზიკურად ძლიერია, ჰარმონიული, გამოკვეთილი აღნაგობის, შეიძლება ითქვას რომ ნატიფიც, თუმცა მის გარეგნობას მკაცრი ელფერიც დაკრავს.
საკმაოდ ემოციურია, არა აქვს სენტიმენტალური მიდრეკილებები და ზოგჯერ უხეშობებიც ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დაჯილდოებულია მეგობრობის ნიჭით. მისგან სიმშვიდე და სითბო გამოსჭვივის, რის გამოც კვიპაროსის საზოგადოებაში ყოფნა სასიამოვნოა,
ბუნებით მეოცნებეა და ურჩევნია უფრო ბედს მიენდოს, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.
მშვიდია, მოწესრიგებული. არ ქმნის ტრაგედიას არანაირი ცხოვრებისეული სიტუაციიდან გამომდინარე. არ უყვარს ჩხუბი, კამათი და ხმაურიანი გარჩევები.
საერთოდ არ აინტერესებს მძაფრ პოლემიკაში შესვლა, რა თემასაც არ უნდა შეეხებოდეს იგი, რადგან საკმაოდ დამოკიდებულია საკუთარ მოსაზრებებში და უფრო მიდრეკილია სხვისი აზრის გაზიარებისკენ.
წყნარ სიტუაციაში მას შეუძლია ნებისმიერ, ფილოსოფიურ საკითხზე აზრიანი და დაფიქრებული მსჯელობა, მაგრამ მისი არგუმენტები ყოველთვის განყენებულია, პოზიცია კი ნეიტრალური.
კვიპაროსი აზრიანია და გონიერი, თუმცა მთავარი მის ცხოვრებაში ემოციაა, რომელიც მას ზოგჯერ მართავს კიდეც. მის ინტელიგენტურობას გონებაჭვრეტითი ხასიათი აქვს.
ადამიანების შეფასებისას, დასკვნები გამოაქვს არა მათი ქცევების, არამედ საკუთარი შეხედულებების მიხედვით და უფრო ეყრდნობა ინტუიციას, ვიდრე ლოგიკას. მიუხედავად ამისა კვიპაროსი თითქმის არ უშვებს გამოუსწორებელ შეცდომებს.
კვიპაროსის გვერდით მრავლად არიან კეთილგანწყობილი ადამიანები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თავის თავზე იღებენ მწარე რეალობას, რაც მას საშუალებას აძლევს ბოლომდე რომანტიკოსად და მეოცნებედ დარჩეს, ხოლო მეგობრები საკუთარი სიმშვიდით, ოპტიმიზმით, ფანტაზიებითა და კეთილი მომხიბვლელობით გაახაროს.
საქმეში შთაგონებულია, მოქნილი, აქვს იმპროვიზაციის უნარი, არ უყვარს ფორმალობა და საქმის უხეში დაგეგმვა. მახვილი, ნათელი გონების წყალობით და მიზანმიმართულობით თითქმის ყოველთვის აღწევს სასურველ შედეგს.
სასიყვარულო ურთიერთობებში ერთგულია, მოსიყვარულე, არ უყვარს მარტოობა და უპირატესობას წყნარ, მშვიდ, სწორხაზოვან ოჯახურ ურთიერთობას ანიჭებს.
არ ეძებს სარგებელს და მატერიალურ კეთილდღეობას პარტნიორში. მისი ოჯახური იდილია, ჰარმონიული მეორე ნახევრის შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.