EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სამბო / самбо / sambo »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2013-06-17 10:57:32
სამბოს შექმნის ისტორია
რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია-ოკუპაციის (1801) შემდეგ, რუსმა მოხელეებმა დაიწყეს მიზანმიმართული ბრძოლა ქართული ენის, ეკლესიის, ქართული ტრადიციების წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ ჩაეკლათ ქართული გაუტეხელი მებრძოლი სული. ამ მიზნით, XIX ს-იტ მიწურულს აიკრძალა მთელი რიგირ სპორტული თუ საბრძოლო სახეობები. ქართული ჭიდაობის (რომელიც რატომღაც არ არის შეტანილი ოლიმპიურ თამაშობებში) საფუძველზე რუსებმა შექმნეს პოპულარული ჭიდაობა – სამბო, სადაც შესულია ქართული ჭიდაობის მთელი რიგი ილეთები და ფინტები: კისრული, გადავლებული სარმა, შუა და გარე კაური, ბრუნი, ცერული, წისქვილი. ქართული ჭიდაობა საუკუნეების მანძილზე იქმნდებოდა, მაშინ, როცა სამბო, ერთმა კაცმა უმოკლეს დროში შექმნა!!!
“ყეენობა”
საქართველო მდიდარია სპორტული თამაშობებით; დიდებულთა წრეში გავრცელებული იყო საცხენოსნო სპორთის სხვადასხვა სახეობა: “ცხენბურთი”, “ყაბახობა”, “ისინდი”, “მკერდაობა”, “მარულა”, “შვილდოსნობა” და სხვა. ხალხი კი დღეობების დროს თავს ირთობთა სპორტული თამაშობებით – “ლელო”, “კრივი”, “ლახტის ცემა”, “ჭიდაობა” და სხვა. თუ “მუშაითობა” დიდებულთა საყვარელი გასართობი იყო, ხალხში ანალოგიური გართობა “ჯამბაზიობა” გახლდათ.
“ყეენობა” ქართველთა გრანდიოზული გასართობი სადღესასწაულო სანახაობა იყო. ცნობილია მეორე სახელითაც – “ბერიკაობა”, რომელიც უხსოვარი დროიდან წარმოადგენდა თეატრალიზებულ სანახაობას. “ამ თავისი საყვარელი ჩვეულებით ყოველი ქართველი წელიწადში ერთხელ მსახიობობით გამოხატავს თვალწინ წარსულ ისტორიულ სურათს” (გ.წერეთელი). პოეტი ი. გრიშაშვილი თავის წიგნში “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” ასე აგვიღწერს ამ სანახაობას: ყველიერის ორშაბათს მთელი ტფილისი ყეენობს სათამაშოდ ემზადებოდა. ქალაქი ორ უბნად იყო გაყოფილი: ისანი და ნარიყალა, ბარათაშვილი და ერისთავი; ისნის მხარეზე კახეთის მებატონეები: ჭავჭავაძე, ჯორჯაძე, ჩოლოყაშვილი, ვახვახიშვილი, ჯანდიერი. “ყეენის” ტახტი სეიდაბადის (ბოტანიკურ ბაღთან) მაღლობზე იდგა. ყეენად ირჩევდნენ გონებამახვილ, ოხუნჯ და მოხერხებულ კაცს. წოწოლა ქუდით თავზე და ტანთგადმობრუნებული ტყაპუჭით, გამურული სახით ვირზე უკუღმა იყო ამხედრებული. ასევე სასაცილოდ იყო გამოწყობილი მისი “ამალა” რომელიც ხალხს შესეოდა და ფულს სძალავდა “ყეენის ხარკისთვის”. ამასობაში ხალხი აჯანყებისთვის ხის ხმლებს, ხანჯლებსა და შურდულებს ამზადებდა. აჯანყებული ხალხი ყეენს ტყვედ ჩაიგდებდა ხელში და მტკვარში გადაუძახებდა. გამხიარულებული ხალხი შეგროვებული ფულით ნადიმობდა ორთაჭალის, ვერის თუ დიდუბის ბაღებში. “ყეენობა” იყო იმ ომების მისთიფიკაცია რასაც ქართველობა საუკუნეების მანძილზე ეწეოდა. ხშირად ყეენობის მთავარ პერსონაჟებად მონაწილეობდნენ საზოგადოების თვალსაჩინო ადამიანები. ერთ-ერთი ასეთი გრანდიოზული ყეენობა მოაწყო გრ. ორბელიანმა, ხოლო ერთ-ერთი უკანასკნელი “ყეენობა” XXს-ში მოეწყო პოეტ გრ. აბაშიძის უშვალო მონაწლეობით. “მწუხარება და უბედურება ქართველებს სიცოცხლის წყურვილსა და უნარს ვერ უკარგავდა. თავგანწირული ბრძოლის მეორე დღესვე მათ შეეძლოთ მომღიმარი სახით გაეთამაშათ ამ სისხლით მორწყულ ასპარეზზე” (ი. გრიშაშვილი).
ქართული ტრადიციების ქომაგნი
XXს-ის I ნახ.-ში მამულიშვილთა, ცნობილი მკლევრების ძალსხმევით (აკ. შანიძე, ს. მაკალათია, ი. გრიშაშვილი, ვ. ელაშვილი და სხვები) შეიქმნა ქართული ტრადიციული ორთაბრძოლისა და სპორტული თამაშობების ისტორია. ხოლო XXს-ის 80-იან წლებში რამდენიმე ენთუზიასტი (ნოდარ ლურსმანიშვილი, კახა ზარნაძე, მოგვიანებით ლევან კიკალეიშვილი) შეუდგა ქართული საბრძოლო ხელოვნების აღდგენის პროცესს და მის სისტემატიზაციაში მოყვანას. მათ მოიძიეს მრავალი საბრძოლო სახეობა, ტრადიციული თამაშობები, რომელთაც ანალოგი არ მოეძებნებათ მსოფლიოში. ჩამოაყალიბეს სპორტული ჯგუფები, სადაც ავარჯიშებდმემ ყმაწვილებს უნიკალური ქართული ორთაბრძოლის სახეობებში.
დღეს ბევრი ქართველი ახალგაზრდა გატაცებით ეუფლება უცხოეთიდან შემოსულ ორთაბრძოლის ხელოვნებას. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ტრადიციული მძლავრი, ეფექტური და უნიკალური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც კარგად მიესადაგება ქართველის ბუნებასა და ხასიათს, დავიწყებას არ უნდა მიეცეს.
სამბო (რუს. самбо, აკრონიმი „сам(ооборона) б(ез) о(ружия)“ - თავდაცვა უიარაღოდ) — თანამედროვე საბრძოლო ხელოვნება, სპორტის სახეობა და თავდაცვის სისტემა, რომელიც განვითარდა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჩამოყალიბდა მრავალი ეროვნული ორთაბრძოლის სახეობის სინთეზის შედეგად, კერძოდ საფუძვლად უდევს იაპონური საბრძოლო ხელოვნება ძიუდო. იყოფა ორ სახეობად: სპორტულ და საბრძოლო სამბოდ.
სამბოს პირველი სპორტული ჯგუფი საქართველოში
პირველი სპორტული სამბოს ჯგუფი საქართველოში შეიქმნა 1933 წელს თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმში. პირველი მასწავლებელი იყო ილო სვანელი (თომაშვილი). უნდა აღინიშნოს. რომ ძიუდოს განვითარება ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში შეჩერდა. ძიუდოს დანერგვა და განვითარება განახლდა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან..
პირველი ჩემპიონი სამბოში
1939 წლის 25-26 ნოემბერს ლენინგრადში (ახლანდელი პეტერბურგი) ჩატარდა საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რვა წონით კატეგორიაში. 87 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ კონსტანტინე კობერიძემ. იგი არის აგრეთვე პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მან ეს გამარჯვება პრაღაში (ჩეხოსლოვაკია) 1947 წელს მოიპოვა.
პირველი საერთაშორისო შეხვედრა
1957 წლის შემოდგომაზე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა ქართველ სამბისტთა პირველი საერთაშორისო შეხვედრა საქართველოს ”დინამოს” და უნგრეთის მონათესავე სპორტსაზოგადოება ”დოჟა”ს შორის. გაიმარჯვეს ქართველმა სამბისტებმა: ბიძინა მაზიაშვილმა, გურამ სიმონიშვილმა, შოთა დაუშვილმა, ოთარ სინჯიკაშვილმა (მწვრთნელი -ქრისტეფორე ნინიაშვილი).
ქართველი სამბისტების პირველი ოლიმპიური მედლები
1964 წელს ტოკიოში გამართულ XVIII ოლიმპიურ თამაშებზე პირველად შეიტანეს პროგრამაში ძიუდო. ამ ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოასპარეზე ქართველმა სამბისტებმა ანზორ კიკნაძემ და ფარნაოზ ჩიკვილაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვს.
პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები სამბოში
1973 წელს ირანის დედაქალაქ თეირანში ჩატარდა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. სხვათა შორის პირველად ჩატარდა ერთ ქალაქში სამი მსოფლიო ჩემპიონატი ერთმანეთის მიყოლებით ჭიდაობის სამ სახეობაში - კლასიკურში, თავისუფალში და სამბოში. თეირანის ფარახის სტადიონზე პირველი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ გენადი გიორგაძე 48 კგ წონით კატეგორიაში და ლევან თედიაშვილი 90 კგ წონით კატეგორიაში. უნდა აღინიშნოს, რომ ლევან თედიაშვილმა მაშინ მსოლიოს ჩემპიონის წოდება თავიშუფალ ჭიდაობაშიც მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ფალავანი რომელსაც ორ სხვადასხვა სახეობაში ჰქონდა მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო.
სამბოს სართაშორისო ტურნირები საქართველოში
1997 წლის 9-11 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა მსოფლიოს 21-ე ჩემპიონატი სამბოში. გუნდურ პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. 1997 წელი მსოფლიოს ჩემპიონატი, თბილისი 2008 წლის 28აპრილი-2მაისს ევროპის 26-ე ჩემპიონატი, თბილისი. 2010 წელი მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, თბილისი.
პირველი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული
1967 წლის 15-17 დეკემბერს რიგაში (ლატვია) ჩატარდა პირველი საერთაშორისო ტურნირი სამბოში, სადაც პირველი ქარტველი ჩემპიონი გახდა ანზორ მარტყოფლიშვილი (66კგ), რომელმაც ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა ძიუდოში.
როდის უწოდეს სამბო?
თავისუფალი ჭიდაობისგან განსხვავების მიზნით 1947 წელს საბჭოთა კავშირში სხვადასხვა ხალხების ჭიდაობებზე დაფუძნებულ ამ ორთაბრძოლას სამბო უწოდეს. ეს რუსული აბრევიატურაა და თავდაცვას უიარაღოდ ნიშნავს. (Само зашита без оружия ).
ილო სვანელი-თომაშვილი
თბილისში სვანეთის უბანში მცხოვრებმა ძალგულოვანმა ჭაბუკმა ილო თომაშვილმა ქართულ ჭიდაობაში პირველ წარმატებას რომ მიაღწია, მაშინდელი ტრადიციისამებრ ფსევდონიმი აირჩია და ”სვანელი” დაირქვა (სვანეთის უბნიდან გამომდინარე). შემდეგ ესიკოვსკის ცირკში (ეს ცირკი 1913-1930 წლებში ვერის დაღმართზე მდებარეობდა) ფრანგულ ჭიდაობაში დაწყო გამოსვლები. ის სამბოს პირველი მწვრთნელი და პირველი მსაჯია საქართველოში. ილო თომაშვილი იყო მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის არსენ მეკოკიშვილის ერთერთი პირველი მწვრთნელი. უნდა ითქვას, რომ არსენმა შვიდჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა სამბოში. პროფესიით ილო აგრონომი იყო. პოეზია და განსაკუთრებით ”ვეფხისტყაოსანი” უყვარდა. ხეზე კვეთა, კულინარია და თამადობაც კარგად ეხერხებოდა. იყო კარგი ორატორი. ქონდა საკმაოდ მდიდარი პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც საჩუქრად გადაეცა საჯარო ბიბლიოთეკას. 1940 წელს გამოიცა ილო თომაშვილის ”ქართული ჭიდაობის სახელმძღვანელო”. 1950 წლიდან ილო თომაშვილის სამწვრთნელო საქმიანობა სამბოში მისმა მოწაფემ ქრისტეფორე ნინიაშვილმა გააგრძელა, რომელიც 20 წელზე მეტი ედგა სათავეში საქართველოს სამბოს. მისმა აღზრდილებმა ამ პერიოდში არა ერთი წარმატება მოიპოვეს.
ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სამბისტი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯონდო მუზაშვილი არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სამბისტი. იგი 1995-1996-1997 წლებში ზედიზედ სამჯერ ფლობდა ამ ტიტულს 74 კგ წონით კატეგორიაში. მას მოპოვებული აქვს აგრეთვე ევროპის ჩემპიონატის ოქრო 1994 წელს და არის მსოფლიო თასის მფლობელიც. ამას გარდა არის მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის და ევროპის პრიზიორი. ჯონდო მუზაშვილი ამჟამად საბერძნეთში მოღვაწეობს.
ლევან თედიაშვილი
ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა მოჭიდავემ ლევან თედიაშვილმა თეირანში 1973 წელს 10 დღეში ორ სხვადასხვა სახის ჭიდაობაში, თავისუფალში და სამბოში, მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მაშინ წერდნენ, რომ ლევანმა შეცვალა გენადი რუხლიადევი 90 კგ წონით კატეგორიაში, რომელიც შეუძლოდ გახდაო. სინამდვილეში რუხლიადევი თეირანში არც ყოფილა. ის თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და კგბ- ს ყავდა დაკავებული სავალუტო ოპერაციების გამო. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი საბჭოთა კავშირის ვერცხლის პრიზიორი იყო სამბოში ჭაბუკთა შორის. ეს ტიტული მან 1966 წელს ლენინგრადში მოიპოვა 70 კგ წონით კატეგორიაში.
ბრძოლა ორ ხალიჩაზე
1975 წელს რუსეთის ქალაქ რიბინსკში სამბისტთა ეტ-ერთ ტურნირზე 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი იოსებ მაღალაშვილი ორთაბრძოლას მართავდა 1974 წლის ევროპის ჩემპიონ მელს ანთან. ერთ მომენტში ანმა ისე მოისროლა ქართველი მოჭიდავე, რომ ის მეორე ხალიჩაზე მოხვდა. იოსებმა მალაყის შესრულება მოასწრო და ისევ ორ ფეხზე დადგა. მის წინ კიახლა სხვა მოჭიდავე აღმოჩნდა. იოსები სწვდა მის წინ მდგომს და ბეჭებით ხალიჩაზე დააგდო. ატყდა სიცილ ხარხარი. საქმე ის გახლდათ, რომ მეზობელ ხალიჩაზე ქვემძიმეწონოსანთა შერკინებები მიმდინარეობდა, იოსები კი მჩატე წონის მოასპარეზე გახლდათ. მაღალაშვილი მალე დააბრუნეს თავის ხალიჩაზე და იქ მელს ანი ასევე წმინდად დაამარცხა.
რომანი ძმებ სამბისტებზე
მწერალმა სიმონ მთვარაძემ (1905-1968) 1961 წელს დაწერა რომანი ”ფალავანი”, რომელიც ეძღვნება ორ ძმა სამბისტს თენგიზ და მურთაზ ელერდაშვილებს. თენგიზი იყო საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1956, 1958 წლები), მურთაზი კი - საბჭოთა კავშირის ორგზის პრიზიორი (1958,1960 წლები).