EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კუნგ ფუს სტილები - შიდა სტილები ჰსინ-ი, hsing-i »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2013-06-17 15:41:47
ეს სკოლა ცნობილია ხსინილუხოშუან, იშუან (ან ხსინიბაი) სახელწოდებითაც და გვასწავლის იმას, რომ აზრი და მოქმედება შეთანწყობილი უნდა იყოს (ხსინ - მოქმედება, ი - ნება). შეიქმნა XIX საუკუნის პირველ ნახევარში ში ჰაი ჟუანის მიერ. ცნობილია რომ XIX საუკუნის ცნობილი ოსტატი კუო ენ შენი ორთაბრძოლაში შეხვდა პა-კუას (ბაგუა) ტექნიკის არანაკლებ ცნობილ ოსტატს დუნ ჰაი-შუ-ან-ს, გადმოცემის მიხედვით, საშინელი სამდღიანი ბრძოლა მათ შორის ისე დამთავრდა, რომ არ გამოუვლენია გამარჯვებული, რის შემდეგაც ისინი დამეგობრდნენ. ამ დღიდან დაწყებული ხსინი და ბაკუა-ს ილეთებს ისინი სწავლობდნენ დამატებით, თითოეული მათგანი ასწავლიდა თავის მოსწავლეს მეორის ხერხებს. შემდგომში ტექნიკის ეს ნარევი კიდევ უფრო გაამდიდრა სიფუ სუნ ლუ ტანმა (1859-1937წწ.). დღემდე ეს სტილი ცნობილია მხოლოდ მათთვის ვინც ეზიარა ამ საიდუმლოს.
თავდაპირველად ხსინი ეფუძნებოდა დებულებას - ბუნებაში ხუთი ძირითადი ურთიერთ წარმომქმნელი ელემენტების არსებობის შესახებ. თითოეულ ამ ელემენტს შეესაბამებოდა ადამიანის სხეულის განსაძღვრული შინაგანი ორგანო, რომელთანაც დაკავშირებულია უშუალოდ ბრძოლის ილეთები:
1ხე (ოენ) - შეესაბამება ღვიძლს. ტექნიკურად პირდაპირი დარტყმა მუშტით წინ
2.ლითონი (ბი) - შეესაბამება ფილტვებს. ტექნიკურად ეს არის მოძრაობა წინამხრით გარედან შიგნით დაბლოკვისას და დარტყმის მიყენების დროს.
3. წყალი (ცუან) - შეესაბამება თირკმელებს. ტექნიკურად დარტყმა ქვემოდან (აპერკოტი).
4. მიწა (ჰენ) - შეესაბამება ელენთას. ტექნიკურადეს არის მოძრაობა წინამხრით შიგნიდან გარეთ დაბლოკვისას და დარტყმის მიყენების დროს.
5. ცეცხლი (ბაო) შეესაბამება გულს. ტექნიკურად წარმოადგენს დაბლოკვას ზემოდან მუშტით პირდაპირი დარტყმის მიყენების დროს.
ჩვენს დროში ხსინისთვის დამახასიათებელია კარატეს მსგავსი სწრაფი მოძრაობა.