EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მუაი ტაი (ტაილანდური ბოქსი) / Muay Thai »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2013-06-18 02:35:56
ეს საბრძოლო ხელოვნება სათავეს ასეულობით წლების წინ იღებს. მისი წარმოშობა განაპირობა საზოგადოების მძარცველებისგან დაცვის აუცილებლობამ. მოგვიანებით 1584წელს ტაილანდის მეფემ, ნარისუანმა მუაი ტაის საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება გადაწყვიტა და იმ დროიდან ტაილანდის არმიის თვითოეულ ჯარისკაცს ამ საბრძოლო ხელოვნების სრულყოფილი სწავლა დაევალა. იმ ფაქტმა, რომ ბრძოლის ამ სტილმა მცირე შეტაკებებიდან მასიური შეტაკებებამდე გაზარდა, გამოიწვია ამ სტილის დახვეწა.
იდეაში მოდერნიძებული მუაი ტაის ფუნქცია იყო გამოეყენებინა ნებისმიერი საშუალება, რაც ადამიანს ბუნებით დაჰყვა, მოწინააღმდეგის გასანადგურებლად იმ შემთხვევაში, თუ ის ხელჩართული ბრძოლის დროს უიარაროდ დარჩებოდა. მუაი ტაის როლი ტაილანდური არმიის ძლიერებაში მხოლოდ იმით ამოიწურებოდა, რომ იგი თავდაცვის/თავდასხმის რეფლექსს სრულყოფდა. მუაი ტაი ასევე უზრუნველყოფდა დაკავებული პოზიციის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ ამაღლებდა დისციპლინას.
არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ ტაილანდის მეფე პრეცაო სუო (მეფე ვეფხვი) იმდენად იყო გატაცებული ამ საბრძოლო ხელოვნებით, რომ იგი ფარულად გადიოდა სასახლიდან და მონაწილეობას იღებდა სოფლებში გამართულ შეჯიბრებებში. რაც ყველაზე მთავარია მისი საყვარელი საქმიანობა ადგილობრივი ჩემპიონების ცემა ყოფილა. მეფე რამა V-ის დროს ტაილანდურმა კრივმა სამეფო სპორტის მნიშვნელობა მიიღო და ამ ტურნირების გამარჯვებულებს სამხედრო წოდებები ეძლეოდათ. დადგა დრო, როცა სპორტის პოპულარიზაციამ მისთვის არენის სექმნის აუცილებლობა დააყენა. ამიტომ რამა V-ის შთამომავალმა რამა VI-მ იზრუნა ამ საკითხზე და საბრძოლო არენა თოკებით შემოსაზღვრეს. ბრძოლისთვის საჭირო დროის ასათვლელად კი გახვრეტილ ქოქოსის ნაყოფს იყენებდნენ, რომელიც წყლით სავსე თასში ტივტივებდა და ჩაძირვისთანავე მთავრდებოდა რაუნდი.
მუაი ტაის მებრძოლი დღეს ძნელი წარმოსადგენია ერთგვარი მარყუჟით თავზე და მკლავზე. ეს აღჭურვილობა იფრო იდეოლოგიურ დატვირთვას ატარებდა და მებრძოლის რწმენას განაპირობებდა. 1921 წელს პირველი ოფიციალური რინგის (სიუან კულარპში) აშენების შემდეგ დაარსდა მსაჯის ოფიციალური ინსტიტუტი. მოგვიანებით აიკრძალა ხელზე დახვეული თოკით ბრძოლა, რადგან ხშირ შემთხვევაში მისი გამოყენება სიკვდილის მიზეზი ხდებოდა.
შორეულ წარსულში მებრძოლი ხელზე დახვეულ წებოვან თოკს მინის ნამსხვრევებში ავლებდა, რაც დარტყმას პოტენციურად უფრო ეფექტურს და გამანადგურებელს ხდიდა. მოგვიანებით შეჯიბრებში მინის ნამსხვრევები აიკრძალა, თუმცა მე-20 საუკუნემდე თოკი აქტიურად გამოიყენებოდა. დღეს მებრძოლი უფრო დაცულია და სტანდარტული ხელთათმანებითაა აღჭურვილი.
ზოგადად მუაი ტაის არსი დაფუძნებულია 8 საბრძოლო ელემენტის უნიფიიკაციაზე. კერძოდ: 2 ხელის, 2 ფეხის, 2 იდაყვისა და 2 მუხლის გამოყენების ტექნიკაზე.
ჩემ მიერ ატვირთულ ვიდეოში საკმაოდ კარგად ჩანს საბაზისო დარტყმები. მსგავსი ვიდეოები მრავლად მოიპოვება ინტერნეტ სივრცეში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონახონ ეს ვიდეოები. საქრთველოში ოფიციალური ტურნირები ამ სპორტის სახეობაში არ ტარდება, თუმცა არის ადგილები, სადაც შეიძლება ამ საბრძოლო ხელოვნების შესწავლა. ამ სპორტით დაინტერესებულთათვის კი ცნობილი იქნება ამ სპორტის უდავო ცოცხალი ლეგენდის Tony Jaa-ს შესახებ. ის ამჟამად აღარ მონაწილეობს ტურნირებში, თუმცა საჩვენებელ გამოსვლებს ხშირად აწყობს და ხშირად იწვევენ ტურნირების გახსნაზე.