EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გაერო-ს მოსახლეობის ფონდი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიას იწყებს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2012-12-03 12:51:21
გაერო-ს მოსახლეობის ფონდი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიას იწყებს
გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია დაიწყო.
25 ნოემრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გაერო-ს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA) ტრადიციას აგრძელებს და უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, რომელიც 1991 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება.
კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.
ამ პერიოდის განმავლობაში ფონდი არაერთ ღონისძიებას გამართავს, მათ შორისაა ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი რადიო და ტელეგადაცემები, კინოჩვენებები, და ახალგაზრდული დისკუსიები გენდერული ძალადობის საკითხებზე.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.
საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია უკვე მრავალი წელია, აღინიშნება. 2012 წლის კამპანია გაერო-ს ერთობლივი პროგრამის –”გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში” – ფარგლებში ტარდება, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, გაეროს ერთდროულად სამი სააგენტოს – გაერო-ს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ხორციელდება.
სტატისტიკის მიხედვით, გენდერული ძალადობის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად უფრო მეტი ქალი იღუპება, ვიდრე კიბოს, მალარიისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ერთად აღებული.
“დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, გენდერული ძალადობა, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობა აქტუალური პრობლემაა საქართველოშიც: გაერო-ს მოსახლეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ქორწინებაში მყოფი ყოველ მე-11 ქალს გამოუცდია ფიზიკური ძალადობა მეუღლის მხრიდან, ხოლო ყოველი მე-3 ქალი – გამხდარა ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლი”, – ნათქვამია ფონდის ინფორმაციაში.