- ჟ - |
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონიჟამთა შედეგი - იხ. შედეგი. ჟამნი, ჟამნაკონი - ჟამთა 9 ლოცვის წიგნი: შუაღამიანისა, I, III, VI, IX და სადილის ჟამნისა, ცისკრისა, მწუხრისა, სერობისა და სხვ. ღვთისმსახურების წიგნი. ჟამნი ეკლესიისა - პირველ ქრისტიანებს ჩვეულებად ჰქონდათ განსაზღვრულ ჟამზე ანუ საათზე ელოცათ, ჟამებს კი ებრაულად ითვლიდნენ; მაგ.: მესამე ჟამზე (ჩვენებურად დილის მე-9 სთ.-ზე), მოსახსენებლად იმისა, რომ ამ დროს გადმოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა, მე-6-ზე (ჩვენებურად დღის მე-12 სთ.-ზე) მოსახსენებლად იმისა,რომ ამ დროს ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მე-9-ზე (ჩვენებურად დღის მე-3 სთ.-ზე) მოსახსენებლად იმისა, რომ მაცხოვარი ამ დროს მიიცვალა ჯვარზე. აქედან წარმოდგა ახლანდელი ჟამების, ანუ ჟამნების ლოცვა, რომელიც შედგება ფსალმუნებისა და სხვადასხვა ლოცვებისაგან. ჟამნობა - 1) ჟამნაკონის კითხვა, ჟამნის თქმა; იკითხება: მწუხრისა, სერობისა, შუაღამისა, დიდი და მცირე ცისკრისა; 2) სამეუფო ჟამნები - კითხულობენ მგალობელნი და მეფსალმუნენი დიდ პარასკევს ცისკრის შემდეგ.
|