- ხ - |
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონიხარება - ერთ-ერთი თორმეტთაგანი უდიდესი საუფლო დღესასწაული, რომლის დროსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა მაცხოვრის უბიწო ჩასახვა. აღინიშნება 25 მარტს (7 აპრილს). ხატი - ქრისტიანობაში იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულების ან წმინდანების ფერწერული და რელიეფური გამოსახულება. ხატი ის სარკმელია, რომლითაც მორწმუნე უკავშირდება ზეცას. იგი ღმერთთან ურთიერთობის გზას წარმოადგენს. პირველი ხატი შექმნილია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს; ტილოზე, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიიფარა, გამოსახულია მისი სახე. ამ ხატს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ეწოდება, რომელიც ანტონ მარტყოფელმა საქართველოში ჩამოიტანა და ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენა. ამის გარდა ცნობილია ლუკა მახარებლის პირველდახატული ღვთისმშობლის ხატი; მრავალი ხატი სასწაულთმოქმედია, ასეთებია: ივერიის ღვთისმშობლის ანუ „პორტაიტისა“, „სამხელიანი ღვთისმშობელი“ და სხვა. ხატის მიწები - ხატის (ჯვრის) კუთვნილი მიწები, რომელზედაც დღესასწაულისთვის საჭირო მოსავალი მოჰყავდათ. ხატის მიწების ერთი ნაწილი, გადმოცემის თანახმად, ძველთაგანვე ხატის საკუთრებას შეადგენდა და მკვიდრი (უნჯი) მიწები ერქვა. ხატმებრძოლეობა - ერესი, რომელიც მიმართული იყო ხატების თაყვანისცემის საწინააღმდეგოდ; წარმოიქმნა ბიზანტიაში VIII-IX საუკუნეებში. ხატწერა - რელიგიური შინაარსისა და საკულტო დანიშნულების ფერწერა, რომელიც სრულდება მოძღვრის კურთხევით. ხელდასხმა - იხ. ქიროტონია. ხელმწიფებანი - ანგელოზთა მე-6 დასი (იხ. დასნი ანგელოზთა). ხილვა - გამოცხადება. ხმა - საგალობლის მელოდიის აღმნიშვნელი ტერმინი; არსებობს ოთხი ძირითადი (1-4) და ოთხი დამატებითი (5-8). ხორუგვი - იხ. ბაირაღი.
|